U16. თბილისის ჩემპიონი "ორბი" გახდა

AutoSharing Option
ზვიად დიდბარიძისა და ნინო ყიფშიძის გაწვრთნილი "ორბის" ტრიუმფით დასრულდა თბილისის 16-წლამდელთა ჩემპიონატი. ფინალურ მატჩში "ორბმა" დააბულ ბრძოლაში 78:75 დაამარცხა "აკადემია" და დედაქალაქის საუკეთესო გუნდის ტიტული მოიპოვა.

არადა, ალექსი ჯაფარიძის გაწვრთნილი აკადემიელები მესამე პერიოდში 10 ქულით უგებდნენ "ორბს" და მზად იყვნენ, ჩემპიონობა ეზეიმათ, მაგრამ გუნდური თამაშის წყალობით დიდბარიძის გუნდმა თამაშის შემობრუნება მოახერხა და დამსახურებულად გაიმარჯვა.

აღსანიშნავია ნიკა გურგენიძის შედეგიანი თამაში, რომელმაც შეხვედრა 35 ქულით დაასრულა. 14-14 ქულა მიითვალეს გიორგი ბიჭიაშვილმა და რომა ჭინჭარაულმა. გაბრიელ გორგიას ანგარიშზე 11 ქულა დაგროვდა. "აკადემიას" არ
ეყო ლაშა მიქელაძის გარჯა, რომელმაც შეხვედრა 35 ქულით და 14 მოხსნით დაასრულა.

მესამე ადგილისთვის მატჩი უფრო დრამატული გამოდგა, რომელშიც "ზაზამ" 1 ქულის სხვაობით - 64:63 დაამარცხა "დინამო" და თბილისის ჩემპიონატის ბრინჯაოსპრიზიორი გახდა. "ზაზა" თითქმის მთელი თამაშის მანძილზე იგებდა, რაც მეტწილად შედეგიანად მოთამაშე დაჩი ქავთარაძის დამსახურება იყო, თუმცა "დინამო" არ რჩებოდა და ბოლოსწინა წუთზე 4-ქულიან უპირატესობასაც მიაღწია.

"ზაზას" მოთამაშეებმა ბოლომდე იბრძოლეს და საწადელს მიაღწიეს. ჯერ გიორგი სამუშიამ ჩააგდო სამქულიანი, ხოლო დაცვაში ბურთის მოპოვების შემდეგ "ზაზას" სწრაფი გარღვევა ლუკა კუპრეიშვილის გამარჯვების ორქულიანით დასრულდა. ბრინჯაოს მედლებითა და სიგელებით "ზაზას" წევრები თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირის წევრებმა - დავით გოცირიძემ და მამუკა ლომიძემ დააჯილდოეს.

ფინალური მატჩის შემდეგ კი, დასკვნით დაჯილდოებაზე, პრიზიორებთან ერთად ინდივიდუალური პრიზების მფლობელებიც დაასაჩუქრეს. მეორეზე გასული აკადემიელები ვერცხლის მედლებითა და სიგელებით თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირის წევრებმა - ამირან ჭაბუკიანმა და ზაზა ღონღაძემ დააჯილდოეს. პირველადგილოსან "აკადემიის" წევრებს კი მედალ-სიგელები ლევან წულაიამ და ზაზა ღონღაძემ გადასცეს.

ტურნირზე დაწესებული იყო 3 ინდივიდუალური პრიზი, რომელთაგან 2 მაყურებელთა სიმპათიას ერგო. პირველი გახდა აკადემიელი ბექა ბექაია, რომელსაც პრიზი დამსახურებულმა მწვრთნელმა, როლანდ გარუჩავამ გადასცა. მეორეპრიზიორი კი "ორბის" გამთამაშებელი გაბრიელ გორგაძე გახდა, რომელიც დავით გოცირიძემ დააჯილდოვა.

საუკეთესო მოთამაშედ ჩემპიონთა ლიდერი ნიკა გურგენიძე დასახელდა, რომელსაც შესაბამისი პრიზი ლევან წულაიამ ჩააბარა. დაბოლოს, საჩემპიონო თასი ტრიუმფატორ ორბელებს თბილისის კალათბურთის კანვითარების კავშირის პრეზიდენტმა, პაატა გურასპაულმა გადასცა.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული