საქართველოს თასის ფინალი: ოლიმპი VS შსს აკადემია

AutoSharing Option
25 იანვარს ნახევარფინალური შეხვედრების შემდეგ გამოვლინდა ფინალისტთა წყვილი: 27 იანვარს, სპორტის სასახლეში ერთმანეთს "შსს აკადემია" და "ოლიმპი" დაუპისირპირდებიან.

მათ შორის გამარჯვებული კი საკუთარ მუზეუმს საქართველოს თასით დაამშვენებს. აქვე იმას გეტყვით, რომ არც ერთ გუნდს ეს ტიტული ჯერ არ მოუგია. ასე რომ, წინასწარ ცნობილია - თასს ახალი მფლობელი ეყოლება.

1/2 ფინალი
25 იანვარი
სპორტის სამინისტროს დარბაზი
არმია-შსს აკადემია 65:73
16:27, 15:12, 18:21, 16:13
არმია: გამყრელიძე (10ქ, 5მ, 3პ), ბაბიაშვილი (13ქ, 5მ), ბოისა, უგრეხელიძე (3ქ), წივწივაძე (11ქ, 5მ, 5პ), ლეჟავა, საყვარელიძე (11ქ,
5მ), შარაბიძე (6ქ), ჯგერენაია (3ქ), ფარღალავა (8ქ, 5მ, 4პ).
შსს აკადემია: ვონი (35ქ, 6მ, 6პ), როგავა (2ქ, 3პ), ბოქოლიშვილი (3ქ), ლონდარიძე (3ქ), პრევიტი (9ქ), ლომოური, ანთაძე (2ქ), ბექაური (2ქ), არჩიბეკი (17ქ, 18, 4პ, 3ჩ, 3დ), რეიმონდი.
მსაჯები: ზ. მაჩალაძე, დ. ბერეკაშვილი, გ. მიქელაძე.

"შსს აკადემიას" ერთი კვირის წინათ ქორქია-საკანდელიძის მემორიალზე ფინალისკენ გზა "რუსთავმა" გადაუღობა.

არადა, იმ მატჩში შსს-ელები 16 ქულის სხვაობით იგებდნენ. მწარე მარცხის შემდეგ გიორგიოს კეცელიდისის შეგირდები თასის მატჩებს მეტად კონცენტრირებულები შეხვდნენ და მცირე უპირატესობასაც ხელიდან აღარ უშვებენ.

მათ 25 იანვარს, პირველ მეოთხედში 11-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს და "არმიელთა" დიდი ძალისხმევის მიუხედავად გამარჯვება შსს-ს დარჩა.

მატჩის სცენარი ერთ ლოკალურ ეპიზოდში ჩაეტია: მეოთხე პერიოდის დასრულებამდე 4 წუთით ადრე აკადემიელები 63:53-ს იგებდნენ. ამის შემდეგ "არმიამ" იფეთქა, სხვაობა სამ ქულამდე შეამცირა და სიტუაცია მეტად დაიძაბა.

ასეთ მდგომარეობაში კი არ დაიბნა "შსს აკადემიას" გამთამაშებელი დეონტა ვონი, ბოლო სამ წუთში ექვსი ქულა ჩააგდო, "არმიამ" კი მხოლოდ ბექა წივწივაძის სამქულიანით უპასუხა. საბოლოოდ 73:65 შსს-ელთა სასარგებლოდ.

ვონმა წლევანდელი თასის გათამაშების რეკორდი დაამყარა - 35 ქულა მიითვალა (10-დან 9 ორქულიანი, 9-დან 3 სამიანი, 8-დან 8 საჯარიმო). აკადემიელების ფარქვეშეთი კი კირკ არჩიბეკმა გაამყარა - 17 ქულა, 18 მოხსნა.

ოლიმპი-ქუთაისი 66:54
14:11, 15:15, 22:13, 15:15
ოლიმპი: გულისაბედაშვილი, ტომარაძე (7ქ, 3პ), სოკი (5ქ, 7პ), ბერიშვილი (10ქ, 5მ, 3პ, 3ჩ), მიქელაძე, ფაცაცია (20ქ, 6მ), ცირეკიძე, ა. დვალიშვილი (6ქ, 6მ), მილოშევიჩი (13ქ, 8მ), ანდრიუკაიტისი (5ქ, 2დ).
ქუთაისი: ფაშაევი (12ქ, 5მ, 4პ), დიდია (1ქ), გრძელიძე, კვიმსაძე (2ქ), დ. ბარბაქაძე (5ქ), ლომინაშვილი, გ. ბარბაქაძე (19ქ, 6მ), კოღუაშვილი, მათიაშვილი (15ქ, 12მ, 3ჩ).
მსაჯები: მ. კუპატაძე, ი. ბერიშვილი, დ. ბერიშვილი.

25 იანვარს მოგახსენეთ, რომ სუპერლიგის პირველ წრეში "ქუთაისმა" "ოლიმპი" სტუმრად დაამარცხა.

როგორც ჩანს, ეს წაგება კარგად ახსოვდათ ოლიმპელებს, რომლებმაც გუშინდელი მატჩი თავიდან ბოლომდე სტაბილურად ჩაატარეს. სწორედ ეს გახდა თბილისელთა წარმატების საწინდარი.

მისთვის უჩვეულოდ, ორმაგი დუბლი ვერ შეასრულა "ოლიმპის" ცენტრმა სტევან მილოშევიჩმა. ამაში მას ხელი ტრავმამ შეუშალა - ფეხი იტკინა. მისი ფინალში თამაშის საკითხს გუშინ კითხვის ნიშანი დაესვა.

თბილისელთაგან საუკეთესო ლევან ფაცაცია იყო, რომელმაც 20 ქულას მოუყარა თავი. ერთით ნაკლები, 19 ქულა მოაგროვა "ქუთაისის" ფორვარდმა გიგი ბარბაქაძემ, ხოლო მატჩში ერთადერთი ორმაგი დუბლი იმერელთა ცენტრმა რიჩარდ მათიაშვილმა შეასრულა - 15 ქულა, 12 მოხსნა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული