საქართველოს თასი: წილი ნაყარია

AutoSharing Option
2015-16 წლების საკალათბურთო სეზონის საქართველოს თასის გათამაშება 20 იანვარს დაიწყება. ტურნირში მონაწილეობას 10 გუნდი მიიღებს და წინა გათამაშებებისგან განსხვავებული ფორმატით ჩატარდება. თასის გათამაშებაში სუპერლიგის 8-ვე და "ა" ლიგის 2 გუნდი - "ვითა" და "წყალტუბო" მიიღებენ მონაწილეობას.

საკვალიფიკაციო ეტაპზე, სუპერლიგის საწყისი 2 წრის შემდეგ, მე-8 ადგილზე მყოფი "აკადემია" და "ა" ლიგის გუნდები - "ვითა" და წყალტუბო მიიღებენ მონაწილეობას.

თასის გათამაშება მთლიანად ოლიმპიური სისტემით ჩატარდება და პლეი ოფში თითოეული ბარიერის გადასალახავად ერთი გამარჯვება იქნება საკმარისი.

პირველ საკვალიფიკაციო მატჩში "ა" ლიგის გუნდები -
"ვითა" და "წყალტუბო" ითამაშებენ. გამარჯვებული მეორე საკვალიფიკაციო მატჩში სუპერლიგის მე-8 ადგილზე მყოფ "აკადემიას" შეხვდება. მეორე საკვალიფიკაციო მატჩში გამარჯვებული გუნდი მოიპოვებს თასის გათამაშების ძირითად - მეოთხედფინალურ ეტაპზე თამაშის უფლებას.

მეოთხედფინალში გუნდები შემდეგი პრინციპით დაწყვილდებიან: სუპერლიგის საწყისი 2 წრის შემდეგ 1-4 ადგილებზე მყოფი გუნდები პირველ კალათაში იქნებიან, ხოლო სუპერლიგის ცხრილში მე-5, მე-6, მე-7 ადგილებზე მყოფი გუნდები და საკვალიფიკაციო მატჩებში გამარჯვებული მეორე კალათაში იქნებიან თავმოყრილნი. მეოთხედფინალური პლეი ოფი 1 გამარჯვებამდეა და მატჩები პირველ კალათაში მყოფი გუნდების მოედანზე გაიმართება.

ნახევარფინალიც და ფინალიც ერთ მოგებამდეა და მოედნის უპირატესობა სუპერლიგის მეორე წრის შემდეგ ცხრილში უფრო მაღლა მყოფ გუნდებს ექნებათ.

საქართველოს თასი. 1/4-ფინალი
დინამო/საკვალიფიკაციო
მგზავრები-სოხუმი
ქუთაისი-რუსთავი
ბათუმი-ოლიმპი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული