ამ შეჯიბრებაში მისი კონკურენტები იქნებიან: ჯეიმს უაითი (სისარი), ერლ როულანდი (კრემონა) და ჯეფ ვიჯიანო (ბიელა). იტალიურ გამოცემა "ტუტობასკეტში" ჩატენვების კონკურსისადმი მიძღვნილ სტატიას ასეთი სათაური აქვს: "სამი უაითის წინააღმდეგ".
როგორც ჩანს, იტალიელებს ფავორიტად ჯეიმს უაითი მიაჩნიათ.
"ვიჯიანო ძალიან მოქნილია და თამაშებისას არაერთ ეფექტურ ილეთს ასრულებს.
როულანდი გამოცდილი კალათბურთელია და ტიტულების კოლექციის გამრავალფეროვნებას ეცდება.
სანიკიძეს გრძელი ხელები აქვს და მისგან საინტერესო გამოსვლაა მოსალოდნელი", - ვკითხულობთ "ტუტობასკეტში".
ჩვენი მხრივ დავძენთ, რომ ვიქტორ სანიკიძესაც აქვს ჩატენვების კონკურსში არათუ მონაწილეობის, არამედ გამარჯვების გამოცდილება. მან 2008 წელს ქართულ "ოლ სტარში" იყოჩაღა, ხოლო ერთი წლის შემდეგ ესტონეთში მოიგო ანალოგიური შეჯიბრება.
დაველოდოთ 13 მარტს...
.