კახეთის საკალათბურთო ფესტივალის გამარჯვებული თელავის გუნდი გახდა [PHOTO]

AutoSharing Option
21-23 აპრილს თელავში 2004-07 წლებში დაბადებულთა შორის კახეთის რეგიონის საკალათბურთო ფესტივალი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა ხუთმა გუნდმა მიიღო. ტურნირში თელავის 2 გუნდთან ერთად იასპარეზეს ლაგოდეხის, ახმეტისა და დედოფლისწყაროს წარმომადგენლებმა. ფესტივალში, გათამაშების ფორმატის თანახმად, 5 გუნდი ერთ ჯგუფში იყო თავმოყრილი, რომლებმაც გამარჯვებული 1 წრის თავზე გამოავლინეს. ტურნირის ფინალური მატჩები 23 აპრილს გაიმართა და პრიზიორი გუნდებიც გამოვლინდნენ.

თელავში ფინალურ მატჩებზე დასასწრებად იმყოფებოდნენ საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელები, რომლებმაც დაჯილდოების ცერემონიალში მიიღეს მონაწილეობა.

გამარჯვებული გახდა თელავის პირველი გუნდი, მეორე ადგილი ახმეტელებს ერგოთ, ხოლო მესამეზე
თელავის მეორე გუნდი გავიდა. პრიზიორები დააჯილდოვეს საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ვლადიმერ ბოისამ, ფედერაციის გამგეობის წევრმა გივი ბიჭიაშვილმა, საშეჯიბრო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ალეკო პეტრიაშვილმა და კახეთის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა სოსო იაგორაშვილმა.

ტურნირზე დაწესებული იყო ინდივიდუალური პრიზები. საუკეთესო მოთამაშე გახდა თელაველი კახა იაგორაშვილი, რომელსაც პრიზი თელავის მერიის სპორტულ კლუბთა გაერთიანების ხელმძღვანელმა გურამ გურაბანიძემ გადასცა. გამოვლინდა პრინლინგის შეჯიბრის გამარჯვებული, რომელიც გახდა ანდრია ძამუკაშვილი. პრიზიორი დააჯილდოვა ორგანიზაცია YMCA-ს ხელმძღვანელმა ლევან აბრამიშვილმა. ჩატარდა კონკურსი 3-ქულიან სროლებში, რომლის გამარჯვებული კახა იაგორაშვილი გახდა. პრიზიორი მიკროსაფინანსო კომპანია "ფინაგროს" დირექტორმა ლევან ბოდაველმა დააჯილდოვა.

Sportall.Ge

Sportall.Ge

Sportall.Ge

Sportall.Ge

წყარო: superleague.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული