საკვალიფიკაციო ეტაპზე უკრაინის "დონეცკს" დაუპირისპირდნენ და ორქულიანი სხვაობით დაამარცხეს - 61:59.
თორნიკემ 13 წუთი ითამაშა, 5 ქულა და 2 მოხსნა მოაგროვა.
"შარლერუა" მომდევნო მატჩს 1 ოქტომბერს გერმანიის "ალბასთან" გამართავს. თუ შენგელიას გუნდმა ბერლინური ბარიერიც დასძლია, ითამაშებს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში, რომლის გამარჯვებული ახალ სეზონში ევროლიგის ჯგუფური ეტაპის საგზურს მიიღებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"