დუდუ დადიანის მემორიალი: "ქუთაისიც" გამოჩნდა

AutoSharing Option
A ჯგუფი
7 ოქტომბერი, თბილისი, საკალათბურთი აკადემიის დარბაზი
დინამო-თსუ 80:90
17:30, 26:12, 25:25, 12:23
დინამო: ს. ლეჟავა (12ქ, 5ფ), სანაძე (18ქ, 4პ), მარხვაშვილი (19ქ), კეიდია (8ქ, 5მ, 3პ), აბულაძე, თვაური (2ქ, 5მ), მეხრიშვილი (8ქ, 5მ), როდუმტა (2ქ, 7მ), სუხიშვილი (11ქ, 10მ, 3პ).
თსუ: ფანჩულიძე (13ქ, 3ჩ), კოხრეიძე (6ქ, 3პ, 5ფ), კორკოტაძე (10ქ, 8მ, 4პ), მარკოიშვილი (10ქ, 5პ), ნინიაშვილი (25ქ, 6მ, 3პ), ჩიტაშვილი (4ქ, 10პ, 9მ, 5ჩ), ხიზანიშვილი (4ქ), შერმადინი (5ქ), მაისურაძე (13ქ).
მსაჯები: ზ. მაჩალაძე, გ. მიქელაძე.
კომისარი: თ. ქიქოძე.

მიუხედავად
იმისა, რომ "დინამო" ერთი კვირის შეკრებილია, ოილი ლუკმა არავისთვისაა. თსუ-სთან პირველ პერიოდში 17:30 წაგების შემდეგ დინამოელებმა ძალები მოიკრიბეს და მეორე ათწუთეულში 26:12 იმარჯვეს.

ნუგზარ ჭეიშვილის შეგირდები გადამწყვეტ მომენტში უკეთესად გაისარჯნენ და მატჩი 10-ქულიანი სხვაობით მოიგეს. სტუდენტთა წარმატებაში ლომის წილი თორნიკე ნინიაშვილმა დაიდო - 25 ქულას მოუყარა თავი.

B ჯგუფი
7 ოქტომბერი, თბილისი, საკალათბურთი აკადემიის დარბაზი
რუსთავი-ქუთაისი 63:75
25:24, 6:17, 17:22, 15:12
რუსთავი: მაჭავარიანი (18ქ, 6მ), გ. არაბული (9ქ), გ. ბერიაშვილი, არწივიძე (2ქ, 3პ), თვარაძე, ბააკაშვილი (2ქ), ჩაჩანიძე (5ქ), ჯ. არაბული (2ქ), ხმელიძე (12ქ), კოპალიანი (4ქ, 5ფ), გუგავა (9ქ, 6მ, 5ფ).
ქუთაისი: ფაშაევი (6ქ, 6პ, 4ჩ, 5მ), ბაბუნაშვილი (2ქ), დიდია (13ქ, 3პ), ცეკვავა (14ქ), ტუკვაძე, ცირეკიძე, დ. ბარბაქაძე (3ქ), ლომინაშვილი (13ქ, 6მ), გ. ბარბაქაძე (6ქ, 7მ), კუჭავა, კოღუაშვილი (1ქ), მათიაშვილი (17ქ, 10მ).
მსაჯები: მ. ანდღულაძე, კ. კუპატაძე.
კომისარი: რ. ხომერიკი.

რადგან B ჯგუფში სამი გუნდია, ყოველ ტურში თითო ისვენებს. პირველ დღეს ქუთათურებმა იუქმეს, გუშინ - "სამედიცინომ". ეს კლუბები ერთმანეთს დღეს შეხვდებიან და ფინალისტის ვინაობას გაარკევვენ. წესითა და რიგით ეს უნდა იყოს ჯგუფური ეტაპის ყველაზე დაძაბული შეხვედრა.

თუ პირველ ტურში "სამედიცინომ" "რუსთავი" მოისტუმრა, მეორე ტურში იგივე "ქუთაისმა" გაიმეორა. თუმცა, "მედიკოსების" მსგავსად დასაწყისში ქუთათურებსაც გაუჭირდათ, შემდეგ კი დამშვიდდნენ და თამაში სწორედ იმ კალაპოტში წაიყვანეს, რომელშიც თავად სურდათ. იმერლებმა "რუსთავს" 3 სამქულიანზე მეტი არ ჩააგდებინეს. ჯარიმებსაც იშვიათად იღებდნენ და ამიტომაც იყო, ქვემოქართლელებმა სულ 7 საჯარიმო ტყორცნა რომ შეასრულეს (4 ჩააგდეს). თავის მხრივ კი "ქუთაისმა" 30-დან 20 თავისუფალი ტყორცნა გამოიყენა.

მატჩის ვიცე-ბომბარდირი გახდა და ორმაგი დუბლი შეასრულა თსუ-დან "ქუთაისში" გადასულმა რიჩარდ მათიაშვილმა. შეხვედრის სნაიპერად რუსთაველი ზურაბ მაჭავარიანი აღიარეს¡_ 18 ქულა.

A ჯგუფი
7 ოქტომბერი, თბილისი, საკალათბურთი აკადემიის დარბაზი
სტუ-შსს 74:100
13:29, 17:28, 22:23, 22:20
სტუ: ტეტელაშვილი (7ქ), თევზაძე (4ქ), ჭოხონელიძე (6ქ), მაჩალაძე (5ქ, 7მ, 5ფ), კობიძე (10ქ, 6მ), ჯავახიშვილი (3ქ), დეკანოიძე (4ქ), ძიძიგური (10ქ), ალხანაიძე (11ქ, 7მ), კორძაძე, ვ. ბერუაშვილი (4ქ, 6მ), ანთაძე (10ქ, 5მ, 3პ).
შსს: ლაფანაშვილი (8ქ, 5მ), ნიკოლაძე (9ქ), ლონდარიძე (19ქ, 18მ, 5ფ), ლომოური (7ქ), თენიეშვილი (7ქ), ტუჯანი (2ქ, 9მ, 3პ), წივწივაძე (8ქ, 8პ), იმნაძე (4ქ), დვალიშვილი (10ქ, 7მ, 5ფ), კრეპსი (17ქ), ბოქოლიშვილი (9ქ).
მსაჯები: დ. ბერეკაშვილი, მ. ანდღულაძე.
კომისარი: რ. ხომერიკი.

დუდუ დადიანის მემორიალის პირველ დღეს მატჩები მეტ-ნაკლებად თანაბრად წარიმართა. მწვრთნელებიც აცხადებდნენ - სეზონის სტარტისთვის ეს დამახასიათებელიაო.

ამის დამადასტურებელია შსს-ს თამაში: პირველ ტურში ახლადშეკრებილ "დინამოსთან" პირველ ტაიმში გაუჭირდა, მეორე დღეს კი სტუ-სთან თავიდანვე სოლიდური ფორა დაიბევა - 10 წუთის შემდეგ 29:13-ს იგებდა. საკითხავი ისღა იყო გადავიდოდა თუ არა შსს ასეულებში. გამოცდილმა გიორგი ნიკოლაძემ ბოლო წუთზე ორიდან ერთი საჯარიმო ტყორცნა გამოიყენა და - 100:74.

შსს-ს ახალწვეულმა ილია ლონდარიძე მოხსნებში საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა: 6 ოქტომბერს 21 ქულა და 17 მოხსნა მოაგროვა, 7 ოქტომბერს კი 18-ჯერ მოხსნა (19 ქულა).

დღეს შსს და თსუ ჯგუფში გამარჯვებულის, შესაბამისად ფინალისტის ვინაობას ერთმანეთში გაარკვევენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული