ალექსანდრე კილაძისა და ვალერი ალთაბაევის მემორიალი

AutoSharing Option
ბათუმში დასრულდა წარსულში ცნობილი კალათბურთელების ალექსანდრე კილაძისა და ვალერი ალთაბაევის სახელობის 18 წლამდელთა საერთაშორისო ტურნირი, რომელშიც ოთხი ქვეყნის ხუთი გუნდი მონაწილეობდა. საქართველო წარმოადგინეს "ქუთაისმა" და "ბათუმმა", ხოლო აზერბაიჯანის, სომხეთისა და თურქეთის გუნდები ამ ქვეყნების დედაქალაქებიდან იყვნენ.

შეჯიბრების გამარჯვებული წრიული სისტემით გამოვლინდა - მატჩები სამ დღეზე განაწილდა და გუნდებს დღეში ორი შეხვედრის ჩატარება უწევდათ.

გადამწყვეტი გამოდგა ბოლო ტურის დაპირისპირება "ბათუმსა" და "ანკარას" შორის - მანამდე ორივე გუნდი კარგად ასპარეზობდა და ჩემპიონიც მათ შორის გამარჯვებული გახდებოდა. მრგვალი ანგარიშით თურქებმა გაიმარჯვეს (90:60) და
ტურნირი პირველ ადგილზე დაასრულეს.

მეორე იყო "ბათუმი", მესამე - "ქუთაისი", მეოთხე - "ბაქო", მეხუთე - "ერევანი".

როგორც აჭარის რეგიონული ფედერაციის ხელმძღვანელმა ბადრი შამილაძემ გვითხრა, შეჯიბრება კარგად იყო ორგანიზებული და დიდი ინტერესიც გამოიწვია:

- გამორჩეული იყო თურქეთის გუნდი, რომელთან თამაშითაც ქართველმა ჭაბუკებმა სათანადო გამოცდილება მიიღეს. მემორიალზე მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს რუმინელებმაც, მაგრამ ბოლო მომენტში მოგვიბოდიშეს და ჩამოსვლაზე უარი გვითხრეს. ეს ტურნირი ტრადიციულია და მომავალ წელს, სავარაუდოდ რუმინეთი და ბულგარეთიც ითამაშებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული