"არმიას" მეტოქე "ლეიდენი" უკვე თბილისშია

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონი "არმია" ევროჩელენჯზე მორიგი მატჩის გასამართად ემზადება. ქართული კლუბი 22 ნოემბერს ჰოლანდიურ "ლეიდენს" უმასპინძლებს, რომელსაც "არმიას" მსგავსად ორ შეხვედრაში თითო მოგება და წაგება აქვს.

"არმიამაც" და "ლეიდენმაც" გერმანული "გეტიგენი" დაამარცხეს და თურქულ "ბეშიქთაშთან" წააგეს და ახლა ერთმანეთში გაარკვევენ ჯგუფის მეორეადგილოსნის ვინაობას.

"ლეიდენი" თბილისში ორშაბათს გამთენიისას ჩამოფრინდა და სასტუმრო "ჰოლიდეი ინში" დაბინავდა. შეხვედრა 18:00 საათზე "სპორტის სასახლეში" გაიმართება და მასზე დასწრება უფასოა.


ევროჩელენჯი. B ჯგუფი
სატურნირო ვითარება
1 ბეშიქთაში 2 2 0 189-140 4
2 არმია 2 1 1 164-179
3
3 ლეიდენი 2 1 1 138-157 3
4 გიოტინგენი 2 0 2 147-162 2

msy.gov.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული