ჰაპოელ ჰოლონი-არმია 84:69 - ევროპა საქართველოსთვის ცუდად დაიწყო

AutoSharing Option
"ჰაპოელი"-"არმიას" მატჩი რომ დასრულდა, ადგილობრივმა კომენტატორმა მაგიდაზე დააკაკუნა - ჩვენმა კალათბურთელებმა კარგად ითამაშეს და ასე გაეგრძელებინოთო.

"ტფუი", თვალი არ ეცეს და ხეზე კაკუნი საქმეს არ შველის, თორემ არმიელებმა "სამედიცინოს" რომ სძლიეს (95:45), კლავიატურაზე იმდენი ვაკაკუნეთ, ისრაელში მინიმუმ 50 ქულის სხვაობით უნდა ემარჯვათ. თუმცა საკალათბურთო სამართალი არა სიტყვებზე, არამედ თამაშზეა დამყარებული.

"არმიამ" საქართველოში სეზონი მოგებებით დაიწყო, მაგრამ მისი რეალური ძალა საერთაშორისო სარბიელზე უნდა გამოჩენილიყო. ბოლომდე მაინც ვერ გამოჩნდა. რატომ? პასუხს არ დავაყოვნებთ: როცა ამა თუ იმ გუნდის სიძლიერეზე ვლაპარაკობთ, მხედველობაში უნდა
მივიღოთ ორი გარემოება - როგორი შემადგენლობა ჰყავს და რამდენად ხერხდება არსებული რესურსით მაქსიმუმის გამოწურვა.

ჩვენს ჩემპიონს ევრSportall.Geოჩელენჯის პირველ ეტაპზე სერიოზული გამომცდელი შეხვდა - ისრაელის ლიგის წარმომადგენელი "ჰაპოელ ჰოლონი", რომელსაც შიდა ჩემპიონატში 5-დან 4 მატჩი აქვს მოგებული.

მასთან შეხვედრაში მწვრთნელმა კოტე ტუღუშმა მეორე ტაიმში საერთოდ არ ათამაშა შვედი ცენტრი იოაკიმ შელბომი; მეორე ნახევარშივე მხოლოდ 5 წუთი გამოჩნდა ბელგიელ-ამერიკელი მარკუს ფეისონი; ვლადიმერ ბოისას კი მეტოქის კალათის მიმართულებით 17 წუთში ერთხელაც არ უსვრია.

არადა, კარგად გვახსოვს, შარშან შელბომი გუნდისთვის მეტად სასარგებლო იყო, ფეისონმა ბელგიის ნაკრების მაისურით 2010 წელს საქართველოში 16 ქულა ჩააგდო, ვოვას კი ევროლიგაზე არაერთი გრანდი გაუმწარებია.

როცა ასეთი დონის კალათბურთელები გუნდს სათანადოდ ვერ ეხმარებიან, თამამად შეიძლება ითქვას, რომ "არმია" შესაძლებლობის ბოლომდე რეალიზებას ვერ ახერხებს.

აქვე იმედი უნდა გამოვთქვათ, რომ ისინი რაც შეიძლება მალე შეძლებენ ფორმაში ჩადგომას და გუნდიც კიდევ უფრო შეთამაშდება.

მწვრთნელმა ტუღუშმა მეორე ტაიმში მოედანზე გიორგი ჯგერენაია შეიყვანა, რომელმაც აშკარად გაამართლა - სწრაფად მოთამაშე მეტოქეს კარგად დაჰყვებოდა და ფიზიკურადაც არავის ჩამორჩებოდა. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ჯგერენაიას გამოყვანა დალხინებული ცხოვრებით არ უნდა ყოფილიყო გამოწვეული.

მწვრთნელმა პირველ ტაიმში ნომინალური ცენტრები დავით უგრეხელიძე და შელბომი ათამაშა, მაგრამ, ალბათ, უფრო მეტოქის სათამაშო სტილის გამო მეორე ტაიმში ნომინალური ცენტრის გარეშე გასვლა ამჯობინა.

Sportall.Geარადა, "არმიამ" მოხსნებში 36:43 წააგო, ხოლო ფარქვეშიდან ჩაგდებული ბურთების მიხედვით "ჰაპოელს" დიდი უპირატესობა ჰქონდა - 50:24.

როგორც ხედავთ, სამწამიან ზონაზე კონტროლმა მატჩის შედეგზე დიდი გავლენა იქონია.

ეს გარემოება რომ არა, ჩვენს გუნდს წარმატებაზე ფიქრიც შეეძლო, რადგან მეტოქეზე უკეთესად ისროლა სამქულიანები - 9 ჩააგდო, მაშინ, როცა "ჰაპოელმა" 6 შორეული ტყორცნა გამოიყენა.

დანარჩენს სტატისტიკა და ქრონოლოგია მოგითხრობთ, ჩვენ კი დავძენთ, რომ არმიელებს მომდევნო მატჩი 13 ნოემბერს ბელგიის "ანტვერპენთან" თბილისში ელის.

ევროჩელენჯი. H ჯგუფი
7 ნოემბერი, ისრაელი, 2500 მაყურებელი
ჰაპოელ ჰოლონი-არმია 84:69
28:19, 21:18, 23:15, 12:17
მსაჯები: ს. კრუგი (რუსეთი), ნ. სომოსი (საბერძნეთი), ტ. ბენზური (უნგრეთი)

Sportall.Ge

ქრონოლოგია
08:58 ჰასელი (ჰაპოელი) 2ქ - 2:0
08:13 ჰასელი (ჰაპოელი) 2ქ - 4:0
07:35 დაისონი (ჰაპოელი) 3ქ - 7:0
07:35 უილსონი (არმია) 3ქ - 7:3
07:02 სმიტი (ჰაპოელი) 2ქ - 9:3
07:02 სმიტი (ჰაპოელი) 1ქ - 10:3
05:59 ჰილი (ჰაპოელი) 2ქ - 12:3
05:42 უილსონი (არმია) 3ქ - 12:6
05:26 ჰასელი (ჰაპოელი) 2ქ - 14:6
05:01 უილსონი (არმია) 3ქ - 14:9
03:58 მილეიჯი (არმია) 2ქ - 14:11
03:51 დაისონი (ჰაპოელი) 2ქ - 16:11
03:18 სმიტი (ჰაპოელი) 2ქ - 18:11
02:55 უგრეხელიძე (არმია) 2ქ - 18:13
02:26 ჰასელი (ჰაპოელი) 2ქ - 20:13
02:26 ჰასელი (ჰაპოელი) 1ქ - 21:13
01:53 ჰარუში (ჰაპოელი) 3ქ - 24:13
01:35 მილეიჯი (არმია) 2ქ - 24:15
01:22 როსენი (ჰაპოელი) 2ქ - 26:15
01:22 როსენი (ჰაპოელი) 1ქ - 27:15
01:05 გამყრელიძე (არმია) 2/1ქ - 27:16
00:43 გამყრელიძე (არმია) 2/1ქ - 27:17
00:11 ფარღალავა (არმია) 2ქ - 27:19
00:02 დაისონი (ჰაპოელი) 2/1ქ - 28:19

II პერიოდი
09:39 ჰასელი (ჰაპოელი) 2ქ - 30:19
08:42 ჰარუში (ჰაპოელი) 2ქ - 32:19
08:17 ფარღალავა (არმია) 2ქ - 32:21
07:00 მილეიჯი (არმია) 2/2ქ - 32:23
06:53 სმიტი (ჰაპოელი) 2ქ - 34:23
06:30 მილეიჯი (არმია) 2ქ - 34:25
06:13 დანიელი (ჰაპოელი) 2\2ქ - 36:25
05:53 საყვარელიძე (არმია) 3ქ - 36:28
05:44 ჰასელი (ჰაპოელი) 2ქ - 38:28
05:17 საყვარელიძე (არმია) 2ქ - 38:30
05:00 დანიელი (ჰაპოელი) 3ქ - 41:30
04:29 მილეიჯი (არმია) 2ქ - 41:32
03:51 ჰილი (ჰაპოელი) 2ქ - 43:32
02:18 წივწივაძე (არმია) 3ქ - 43:35
01:54 სმიტი (ჰაპოელი) 2/1ქ - 44:35
01:20 ჰასელი (ჰაპოელი) 2/1ქ - 45:35
01:13 სმიტი (ჰაპოელი) 2ქ - 47:35
00:57 შელბომი (არმია) 2ქ - 47:37
00:39 როსენი (ჰაპოელი) 2ქ - 49:37

III პერიოდი
09:29 ჰასელი (ჰაპოელი) 2/2ქ - 51:37
09:02 ფეისონი (არმია) 2/1ქ - 51:38
08:26 სმიტი (ჰაპოელი) 2ქ - 53:38
07:54 ჰასელი (ჰაპოელი) 2ქ - 55:38
07:14 ფარღალავა (არმია) 3ქ - 55:41
06:36 სმიტი (ჰაპოელი) 2/2ქ - 57:41
06:26 ჯგერენაია (არმია) 2ქ - 57:43
06:01 ჰასელი (ჰაპოელი) 2ქ - 59:43
05:15 ფარღალავა (არმია) 2/1ქ - 59:45
04:52 მილეიჯი (არმია) 2ქ - 59:46
03:56 დაისონი (ჰაპოელი) 3ქ - 62:46
03:52 მილეიჯი (არმია) 2ქ - 62:48
03:24 ჯგერენაია (არმია) 2ქ - 62:50
02:54 მილეიჯი (არმია) 2ქ - 62:52
02:33 დაისონი (ჰაპოელი) 2/1ქ - 63:52
02:31 ჰასელი (ჰაპოელი) 2ქ - 65:52
01:36 როსენი (ჰაპოელი) 2/2ქ - 67:52
01:03 როსენი (ჰაპოელი) 3ქ - 70:52
00:33 დანიელი (ჰაპოელი) 2ქ - 72:52

IV პერიოდი
09:30 სმიტი (ჰაპოელი) 2ქ - 74:52
08:34 გამყრელიძე (არმია) 3ქ - 74:57
07:06 მილეიჯი (არმია) 2ქ - 74:59
06:53 ჰილი (ჰაპოელი) 2ქ - 76:59
05:22 სმიტი (ჰაპოელი) 2ქ - 78:59
03:51 როსენი (ჰაპოელი) 3ქ - 81:59
03:10 ჰილი (ჰაპოელი) 2/1ქ - 82:59
02:58 უილსონი (არმია) 3ქ - 82:62
02:02 უილსონი (არმია) 3ქ - 82:65
02:06 დაისონი (ჰაპოელი) 2ქ - 84:65
01:05 მილეიჯი (არმია) 2ქ - 84:67
00:16 ჯგერენაია (არმია) 2ქ - 84:69

მეტოქეები: გერმანული დასაწყისი
ევროჩელენჯზე H ჯგუფის პირველი მატჩი 6 ნოემბერს გაიმართა. ბელგიაში "ანტვერპენმა" გერმანულ "ტელეკომ ბონს" უმასპინძლა და 9 ქულის სხვაობით დამარცხდა.

პირველივე ტურში სტუმრად გამარჯვება ნებისმიერი გუნდისთვის დიდი ფორაა და დღესვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ გერმანელები ჯგუფიდან გასვლის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტები არიან.

ისიც ნათელია, რომ ორივე გუნდში მნიშვნელოვან როლს ლეგიონერები თამაშობენ. "ბონის" მხრიდან მატჩის ბომბარდირი (18 ქულით) ლიტველი ვეიკალასი გახდა, ხოლო ბელგიელთაგან - ასევე 18 ქულით ამერიკელი ჰოპკინსი.

6 ნოემბერი
ანტვერპენი-ბონი 72:81
19:26, 13:10, 19:24, 21:21
ანტვერპენი: მოორსი (10ქ, 5პ), დრიესენი (6ქ), ბიგსი (15ქ, 7მ, 5პ, 3დ), ჰოპკინსი (18ქ), თონდიკი (9ქ, 11მ), დე ზეეუვი (7ქ), მვემა (1ქ), რადემაკერსი (1ქ), ლავი (5ქ).
ბონი: მაკქრეი (3ქ), ენსმინგერი (5ქ, 6მ), ვეიკალასი (18ქ), იუინგი (7ქ, 7მ, 4პ), მანგოლდი (6ქ), თულინგი, ჯორდანი (14ქ, 4პ), ვიმსი (13ქ), ვადენი (7ქ, 6მ), ვოლფარტ-ბოტერმანი (8ქ).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული