პირველი მეოთხედის შემდეგ, რომელიც საკმაოდ მაღალ ტემპში წარიმართა, კოტე ტუღუშის გუნდი 16:15-ს იგებს. აღსანიშნავია, რომ მასპინძლებმა წინ გასვლა მხოლოდ მეოთხედის ბოლო წამებზე შეძლეს. არმიელთა გუნდში ყველაზე შედეგიანი ამერიკელი ლეგიონერი კურტის მილეიჯი იყო, რომლის ანგარიშზე 6 ქულაა.
შეგახსენებთ, რომ "არმია" პირველ ტურში ისრაელში გასვლით შეხვედრაში 69:84 დამარცხდა ჰოლონის "ჰაპოელთან", ხოლო "ანტვერპენმა" შინ 72:83 წააგო გერმანულ "ტელეკომთან".
შედეგად, ორივე გუნდს გამარჯვება სჭირდება.
ასევე იხილეთ:
არმია VS
ჰაპოელ ჰოლონი-არმია 84:69 - ევროპა საქართველოსთვის ცუდად დაიწყო