ამ გუნდების სასტარტო შეხვედრა ისრაელში მასპინძელთა გამარჯვებით დამთავრდა - 84:69 და კოტე ტუღუშის შეგირდები რევანშისთვის იყვნენ განწყობილნი, თუმცა მიზანს ვერც ამჯერად მიაღწიეს.
საქართველოს მოქმედმა ჩემპიონებმა პირველი მეოთხედი თავიანთ სასარგებლოდ, 28:17 დაასრულეს და მართალია, დიდ შესვენებამდე დარჩენილ პერიოდში აღებული ტემპი დააგდეს, საბოლოოდ ტაიმი მაინც თავიანთ სასარგებლოდ - 46:38 დაასრულეს.
ეს იყო და ეს. შესვენებამ არმიელებს თითქოს აწყინათ - სტუმრებმა
სამწუხაროდ, კოტე ტუღუშის შეგირდებმა ვერც ბოლო მეოთხედში შეძლეს მეტოქესთან გამკლავება და საბოლოოდ 72:79 დამარცხდნენ.
ამ მარცხის შემდეგ"არმია", რომელიც H ჯგუფში 4 მატჩიდან 4 წაგებით ბოლო ადგილს იკავებს, ევროჩელენჯის შემდეგ ეტაპზე გასვლის თეორიულ შანსსაც გამოეთხოვა.