კალათბურთელების ხელჩართული ჩხუბი ქორქია-საკანდელიძის მემორიალზე

AutoSharing Option
თუ კარგად დააკვირდით, "არმია"-სტუ-ს შეხვედრაში მხოლოდ სამი მეოთხედის ანგარიშები წერია.

ეს შეცდომა არ არის - მეოთხე პერიოდი არ ჩატარებულა. მიზეზი მატჩის მსვლელობისას მომხდარი ჩხუბია, რის გამოც მსაჯებმა შეხვედრა შეწყვიტეს და მოგება "არმიას" ჩაუთვალეს.

საფინალო ანგარიშად ის მაჩვენებლები დაფიქსირდა, რაც შეხვედრის შეწყვეტისას გუნდებს ეწერათ.

მოგება "არმიას" იმიტომ ჩაეთვალა, რომ ინციდენტის მიზეზი სტუ-ს კალათბურთელები იყვნენ:

თანაგუნდელებს, გიგა კვეტენაძესა და ვაჟა ჯანაშიას შორის მოედანზე შელაპარაკება მოხდა. საქმეში არბიტრები ჩაერთვნენ და ისინი მოედნიდან გააძევეს. გასახდელისკენ მიმავლებმა კი ხელჩართული ჩხუბი გააჩაღეს და მთელი სტუ მათ
გასაშველებლად გაიქცა.

ოფიციალური წესების მიხედვით, როცა გუნდი ხუთეულ-სათადარიგოებიანად მოედანს ტოვებს, წაგება ეთვლება. სწორედ ამ წესის გათვალისწინებით შეწყვიტეს მსაჯებმა მატჩი.

* * *

"ოლიმპისა" და "სამედიცინოს" დაპირისპირება მშვიდ ვითარებაში წარიმართა. გუნდები განსაკუთრებით პირველი მეოთხედის შემდეგ დაწყნარდნენ, როცა ოლიმპელები 38:15 დაწინაურდნენ.

გამარჯვებულთა შემადგენლობაში ითამაშა ლიტვის "ჟალგირისისა" და "შაულიაის" ყოფილმა კალათბურთელმა მარტინას ანდრიუკაიტისმა. მან 9-9 ქულა-მოხსნა მიითვალა.

ლიტველ კალათბურთელს გუნდთან კონტრაქტი ოფიციალურად ჯერ არ გაუფორმებია.

17 იანვარს მემორიალში მეორე ჯგუფის გუნდებიც ჩაერთვებიან. შეხვედრები სპორტის სამინისტროს დარბაზში 12 საათიდან დაიწყება.

16 იანვარი
სამედიცინო-ოლიმპი 58:94
15:38, 10:23, 8:23, 25:10
სამედიცინო: ჯიქია (3ქ, 3პ), არწივიძე, შიოლაშვილი (6ქ), ტუკვაძე (6ქ, 8მ), გაბისონია (4ქ, 5მ, 4ჩ), ლ. რევაზაშვილი (4ქ), მაისურაძე (9ქ, 6მ), ფერიაშვილი (6ქ, 6მ), გ. რევაზაშვილი (13ქ, 6მ), ჭიჭვეიშვილი (7ქ, 3ჩ.
ოლიმპი: გულისაბედაშვილი (2ქ, 3პ), ტომარაძე (18ქ, 5მ), სოკი (8ქ, 10პ, 3ჩ), ბერიშვილი (8ქ, 3ჩ), გოგოძე (2ქ), ფაცაცია (19ქ, 4პ), ცირეკიძე (2ქ), ა. დვალიშვილი (7ქ, 6მ, 4ჩ), ლობჟანიძე, მილოშევიჩი (19ქ, 10მ), ანდრიუკაიტისი (9ქ, 9მ).

16 იანვარი
არმია-სტუ 63:44
23:23, 19:12, 21:9
არმია: გამყრელიძე (7ქ, 4პ), ბაბიაშვილი (7ქ, 6მ, 3ჩ), ა. ბოისა, უგრეხელიძე (5ქ, 5მ), წივწივაძე (11ქ), საყვარელიძე (6ქ, 5მ), შარაბიძე (8ქ, 5მ, 2დ), ჯგერენაია (2ქ), ფარღალავა (17ქ, 5პ).
სტუ: ჩაჩიბაია (9ქ, 3პ), თევზაძე, კვეტენაძე (4ქ), კორკოტაძე, ლ. მინაშვილი (14ქ, 8მ), მაჩალაძე (8ქ), პირველაშვილი (4ქ, 7მ), დ. დვალიშვილი, კუჭავა, ჯანაშია (2ქ), ქორიძე (3ქ).

A ჯგუფი
ა გ თ მ წ ქ
1. არმია 2 2 0 4
2. ოლიმპი 1 1 0 2
3. დინამო 1 1 0 2
4. სტუ 2 0 2 2
5. სამედიცინო 2 0 2 2

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული