6-7 ივლისს თბილისის სპორტის სასახლესთან ჩატარებული Tbilisi Open 2013-ის მსგავსად, ბათუმის ტურნირიც ფიბა-ს ეგიდით ტარდება და მისი ორგანიზატორი საქართველოს კალათბურთის ფედერაცია და სპორტის სამინისტრო არიან.
Euro Basketball Batumi 2013-ის ორგანიზებაში ჩართულია აჭარის კალათბურთის ფედერაცია და მისი პრეზიდენტი კახა შენგელია.
ბათუმის ტურნირი ტოტალიზატორ ”ევროპა-ბეთის” ფესტივალის ფარგლებში ტარდება. კალათბურთთან ერთად, აჭარის დედაქალაქი ნარდისა და პოკერის საერთაშორისო ტურნირებს უმასპინძლებს.
პირველად საქართველოში ჩატარებული ქუჩის საკალათბურთო ტურნირების ისტორიაში, Euro Basketball Batumi 2013
ტურნირში დარეგისტრირება უკვე მიმდინარეობს და ეს პროცესი 23 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. გამარჯვებული გუნდი ესტონეთის დედაქალაქ ტალინში 11 აგვისტოს გასამართ ფიბა-ს ევროტურის ლიცენზირებული ტურნირის საგზურებს მიიღებს.
superleague.ge