აღსანიშნავია, რომ მემორიალის 10-წლიან ისტორიაში, ფინალური მატჩი ქუთაისში პირველად ტარდება და ადგილიც ზუსტადაა შერჩეული: სატიტულო მატჩს ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას სახელობის ქუთაისის სპორტის სასახლე უმასპინძლებს.
საკანდელიძე-ქორქიას მემორიალში წელს სუპერლიგის ყველა გუნდი მიიღებს მონაწილეობას. 8 გუნდი, ტრადიციულად, 2 ჯგუფშია გადანაწილებული და 1
სეზონის დაწყების წინ გამართულ კლუბების შეხვედრაზე მიღებული ერთობლივი გადაწყვეტილებით, მემორიალზე გუნდები ჯგუფებში სუპერლიგის პირველი წრის შედეგების მიხედვით არიან გადანაწილებულნი. "ა" ჯგუფში თავმოყრილნი არიან I, IV, V და VIII ადგილებზე მყოფი გუნდები, ხოლო "ბ" ჯგუფში - II, III, VI და VII-ეზე მყოფები.
შესაბამისად, ჯგუფებმა შემდეგი სახე მიიღო:
"ა" - დინამო, შსს-აკადემია, ბათუმი, მგზავრები-არმია
"ბ" - რუსთავი, ქუთაისი, ოლიმპი, სოხუმი.
ჯგუფური ეტაპის თამაშები 25, 26 და 27 იანვარს ვაკეში მდებარე საკალათბურთო აკადემიის დარბაზში გაიმართება. ფინალში გასული გუნდები ქუთაისში გაემგზავრებიან, სადაც 28-ში ივარჯიშებენ და 29 იანვარს, ოლიმპიური ჩემპიონების - ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას სახელობის დარბაზში, ამ ლეგენდარული სპორტსმენების მემორიალურ თასს ერთმანეთს ფინალურ მატჩში შეეცილებიან.
წყარო: superleague.ge