საქართველოს ჩემპიონატი 1-ელ ივლისს თბილისში დაიწყება და 18 ივლისს დედაქალაქშივე ფინალური ტურნირით დასრულდება. აღნიშნულ პერიოდში, თბილისის გარდა, შესარჩევი ტურები გაიმართება გორში, თელავში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ბორჯომსა და რუსთავში.
3X3 კალათბურთში საქართველოს ჩემპიონატის გახსნა 1-ელ ივლისს საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის გუმბათოვან სახურავზე გაიმართება, რომელსაც მოჰყვება თბილისის შესარჩევი ტური. ორგანიზატორთა მიერ დაწესებული პროპორციული კვოტით ყოველი ქალაქის
საქართველოს ჩემპიონატის მხარდამჭერია სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო. გენერალური პარტნიორი ტურისტული კომპანია "თრეველინი". გახსნის ცერემონიალის ოფიციალური მასპინძელია ეროვნული უნივერსიტეტი, ხოლო ფინალის მასპინძელი - "თბილისი მოლი".
18 ივლისს, "თბილისი მოლში" გასამართ ფინალურ ტურნირზე გამოიფინება ევროპის ჩემპიონატის საჩემპიონო თასი, რომელიც ევროპის ქვეყნებში მაისის თვიდან მოგზაურობს და 18 ივლისს თბილისში იქნება. ძვირფასი ტიტულის ნახვა ნებისმიერ მსურველს შეეძლება, რომელიც 3X3 კალათბურთში საქართველოს ჩემპიონატის ფინალურ ტურნირზე - "თბილისი მოლში" მოვა.
საქართველოს ჩემპიონი გუნდი გაემგზავრება ბუქარესტში, საერთაშორისო ტურნირ "არენა სპორტ ჩელენჯზე", რომელიც რუმინეთის დედაქალაქში 15-16 აგვისტოს გაიმართება. გამგზავრებას უზრუნველყოფს საქართველოს ჩემპიონატის პარტნიორი - ტურისტული კომპანია "თრეველინი".
საქართველოს ჩემპიონატი ფიბა-ს ოფიციალურ კალენდარშია ჩასმული. თბილისის ტურში მონაწილე გუნდების რეგისტრაცია უკვე დაიწყო ფიბა-ს 3X3 კალათბურთის ოფიციალურ ვებგვერდზე და 30 ივნისამდე გაგრძელდება. მსურველები ეწვიეთ მითითებულ ბმულს
საკონტაქტო პირი: 551770033
ელ-ფოსტა: giga.gurgelidze@gmail.com
წყარო: superleague.ge