უპრეცედენტო ჩემპიონატი 3X3 კალათბურთში დაიწყო

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი 3X3 კალათბურთში დაიწყო. თბილისური ტური 1-2 ივლისს საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის გუმბათოვან სახურავზე გაიმართება.

სეუ-ს უნივერსიტეტი დედაქალაქის ერთ-ერთი უმაღლესი შენობაა, რომლის გუმბათოვან კონსტრუქციაშიც 3X3 კალათბურთის მოედანი გაიშალა და ადგილზე, საიდანაც შესანიშნავად ჩანს თბილისის ხედი, უპრეცედენტო შეჯიბრება მიმდინარეობს.

ამ ექსტრემალურ ადგილას 34 გუნდი ასპარეზობს, რომლებიც 8 ჯგუფში გადანაწილდნენ. 1-ელ ივლისს დაგეგმილია ჯგუფური ეტაპის უმეტესი მატჩების ჩატარება, ხოლო 2 ივლისს ჯგუფური ეტაპი დასრულდება და ჩემპიონობისთვის ბრძოლა პლეი ოფიდან გაგრძელდება. საბოლოოდ, 8 საუკეთესო - მეოთხედფინალში გასული გუნდები მოიპოვებენ ფინალური ეტაპის საგზურებს.

თბილისის შემდეგ შესარჩევი ტურები გაიმართება გორში, თელავში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ბორჯომსა და რუსთავში. ამ ქალაქების ტურებში მოწინავე ადგილებზე გასული გუნდები ფინალური ეტაპის საგზურებს მოიპოვებენ.

ფინალური ტურნირი 18 ივლისს, "თბილისი მოლში" გაიმართება, სადაც გამოიფინება ევროპის ჩემპიონატის საჩემპიონო თასი, რომელიც ევროპის ქვეყნებში მაისის თვიდან მოგზაურობს და 18 ივლისს თბილისში იქნება. ძვირფასი ტიტულის ნახვა ნებისმიერ მსურველს შეეძლება, რომელიც 3X3 კალათბურთში საქართველოს ჩემპიონატის ფინალურ ტურნირზე - "თბილისი მოლში" მოვა.

საქართველოს ჩემპიონი გუნდი გაემგზავრება ბუქარესტში, საერთაშორისო ტურნირზე - "არენა სპორტ ჩელენჯზე", რომელიც რუმინეთის დედაქალაქში 15-16 აგვისტოს გაიმართება.

3X3 კალათბურთში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მხარდამჭერია სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, პარტნიორი ტურისტული კომპანია "თრეველინი". თბილისის შესარჩევი ეტაპის ოფიციალური მასპინძელია საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი, ხოლო ფინალის მასპინძელი "თბილისი მოლი".

წყარო: superleague.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული