"ვითა" ლიგაში "კრასნიე კრილიას" შეცვლის, სულ კი ტურნირზე 16 კლუბი ითამაშებს. მათგან დებიუტანტი მხოლოდ "ვითაა".
გაერთიანებულ ლიგაში 9 რუსული კლუბია, თითო - ყაზახური, ფინური, ლატვიური, ესტონური, ჩეხური, ბელარუსული და ქართული.
ლიგა სტარტს ოქტომბერში აიღებს, რეგულარული სეზონის 8 საუკეთესო გუნდი პლეი ოფში ითამაშებს მაისიდან ივნისამდე.
აღსანიშნავია, რომ "ვითას" გამო უარი უთხრეს მოსკოვის "დინამოს".