13:34 05-10-2015
ვითა-კრასნი ოკტიაბრი 67:110 - ოქტომბრელებმა ჩაგვიქროლეს [VIDEO]
AutoSharing Option
საქართველოდან კი ევროსარბიელზე გუნდები არასტაბილურად გადიან. ბოლო ორი სეზონია, ევროჩელენჯზე არც ერთ ქართულ კლუბს არ უთამაშია. არადა, როცა ნაკრების ღირსეულ შევსებასა და კარგ სათადარიგოებზე ვლაპარაკობთ, სწორედ ევროტურნირებზე გამოცდილი შემცვლელები გვჭირდება.
კალათბურთის განვითარების ერთ-ერთი ქვაკუთხედიც სწორედ საერთაშორისო ასპარეზზე ქართული გუნდების (და არა გუნდის) რეგულარული ასპარეზობა უნდა იქცეს.
წლეულს "ვითამ" ვითიბი ლიგაში თამაშის ასპარეზობის უფლება მოიპოვა, სადაც ევროლიგის წამყვანი კლუბები (ცსკა), სხვადასხვა ქვეყნის ჩემპიონები (ესტონეთის, ლატვიის, ფინეთის, ჩეხეთის...) თამაშობენ. საევროპე გამოცდილებისთვის ამაზე უკეთესი შანსი რა გვინდა?
კალათბურთის განვითარებაზე როცა ვლაპარაკობთ, სახელმწიფოც მხარში უნდა დადგომოდა ასეთ პროექტს, შეკრებილიყვნენ საქართველოს ნაკრების პოტენციური კანდიდატები, დამატებოდათ რამდენიმე კარგი უცხოელი და სწორი წვრთნის შემთხვევაში მივიღებდით ანგარიშგასაწევ გუნდს, რომელიც ცსკა-სთან მაინც დამარცხდებოდა, მაგრამ "კრასნი ოკტიაბრს" კი თანაბარ ბრძოლას გაუჩაღებდა.
"ოქტომბრელებმა" ხომ, ფაქტობრივად, 5 ამერიკელით გვაჯობეს. შესაძლებლობა რომ ყოფილიყო, მათ (ან მათი დონისებს) "წითლები" კი არა, ვითელები დაიმატებდნენ და სულ სხვა სურათს მივიღებდით.
სადღეისოდ კი ასეთი სურათი გვაქვს: გუნდი ერთი თვის შეკრებილიც არ არის (ლიპოვოი სულაც ორი დღის წინ ჩამოვიდა) და ევროპის გამორჩეული კლუბების წინაშე უწევს თამაში. რომ შეთამაშდება, მეტოქეებს კიდევ უფრო ღირსეულად დაუხვდება, მაგრამ საკითხავია, აჯობებს კლასით?
როგორც "ვითას" მთავარმა მწვრთნელმა პაველ გოოგემ აღნიშნა, NBA-ში საგამოფენო მატჩების დასრულებასთან ერთად არაერთი კალათბურთელი დატოვებს ამერიკას და ზოგიერთი შესაძლოა "ვითაშიც" ვიხილოთ. ეს აუცილებელია.
ნამატჩევს
პაველ გოოგე ("ვითას" თავკაცი): "ჩვენ წინაშე ორი დონეა. პირველი - დაბალია, ჩვენი ფიზმომზადება, შეთამაშება, ტაქტიკა. ამას ობიექტური მიზეზი აქვს, მეტოქეებთან შედარებით გვიან შევიკრიბეთ და სათანადოდ მოსამზადებლად დრო გვჭირდება.
მეორე დონე მაღალია - ვითიბი ლიგის სტანდარტები, რომლის დაკმაყოფილებასაც დიდი შრომა სჭირდება. სწორედ აქეთ მივდივართ. რაც შეეხება შედეგს, "ვითამ" ვითიბი ლიგაში პირველი მატჩი ითამაშა, აი, მთავარი შედეგი. კალათბურთელების მონდომებით კმაყოფილი ვარ და მჯერა, რომ ასეთი მიდგომა შედეგს გამოიღებს".
"ვითას" ყველაზე ახალგაზრდა კალათბურთელ გოგა ბითაძეს მომდევნო მატჩზე ვკითხეთ:
"ხუთშაბათს, 8 ოქტომბერს მოსკოვის ცსკა-ს დავუპირისპირდებით. ამ გუნდის შესახებ ყველამ ყველაფერი იცის და ძალას არ დავიშურებთ, რომ ღირსეულად გამოვიდეთ".
ხალისიანი პიროვნება აღმოჩნდა "კრასნი ოკტიაბრის" ცენტრი დმიტრი სოკოლოვი. პრესკონფერენციის დაწყებამდე საკუთარი გუნდის შესახებ გულახდილად ისაუბრა, საქართველოზეც დადებითად ილაპარაკა, ხოლო პრესკონფერენციისას დაგვაიმედა - ბევრ დიდ გუნდს დაუწყია გზა წაგებით, გული არ გაიტეხოთ, თუმცა ჩვენც კარგად ვითამაშეთო.
პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ კი გვითხრა: "შარშან "უნიქსში" ვიქტორ სანიკიძის გვერდში ვთამაშობდი. ძალიან ხალისიანი, პოზიტიური პიროვნებაა. თუ დამიჯერებთ, ნამდვილად მიხაროდა მის გვერდით თამაში. მან საქართველოშიც დამპატიჟა. აი, ჩამოვედი. სადაა თვითონ?"
სხვათა შორის, "კრასნი ოკტიაბრის" სპონსორი და პრეზიდენტი გუნდის სათადარიგოთა სკამზე იჯდა. ეს გახლდათ 37 წლის უკრაინელი დმიტრი გერასიმენკო, რომელიც მეორე ტაიმში მოედანზე გამოვიდა და 6 წუთში 4 საპრეზიდენტო ქულა ჩააგდო.
ვითიბი ლიგა. I ტური
4 ოქტომბერი. თბილისი, სპორტის სასახლე
ვითა-კრასნი ოკტიაბრი 67:110
18:29, 20:30, 15:29, 14:22
ვითა: მაისურაძე (2ქ), ჩლაიძე (7ქ), ბითაძე (3ქ), ბერიშვილი (3ქ), ბოქოლიშვილი (4ქ), რევაზაშვილი, შენგელია (2ქ), კარტერი (16ქ, 5მ), ჰენრი (6ქ, 7პ, 5მ, 4ჩ), ანიკიენკო (4ქ), ლიპოვოი (10ქ, 8მ, 5პ), ტერნერი (10ქ).
კრასნი ოკტიაბრი: ტკაჩენკო (5ქ), მიჩელი (27ქ, 4პ), მატეიუნასი (2ქ, 5პ), გერასიმენკო (4ქ), კუპერი (9ქ, 11პ, 9მ), ზამანსკი, ზაიცევი (8ქ), სოკოლოვი (3ქ, 6მ), ჰემილტონი (14ქ, 9მ, 4პ), ბოიტიუკი, ჯონსონი (25ქ), გუინი (13ქ, 6მ).
მსაჯები: ა. ჰალიკო (ესტონეთი), ი. სარეკოსკი (ფინეთი), დ. შერბა (პოლონეთი).
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
გუნდი ძალიან სუსტია - ეს გასაგებია. მე მგონი შევრცხვით საორგანიზაციო კუთხითაც... ბევრმა საერთოდ არ იცოდა, რომ ეს თამაში ტარდებოდა. დასწრება კატასტროფული იყო. ადმინისტრაციას თითი თითზე არ დაურყამს საერთოდ ეტყობა. ან მაისურზე სარეკლამო წარწერა, ან წუთშესვენებების გაფორმება. სოფლის დონე იყო, სირცხვილია.
0
0
....ერთი მინდა ვკითხო, რომ დავიმატებდით გადამთიელებს, ამით რა შეიცვლებოდა, იქმენ გაგვანათლო?
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული