ვითა-ავტოდორი 59:111 - სიახლის მოლოდინში

AutoSharing Option
"ვითა" ახალ წელს სიახლეებით შეხვდა, სარატოვის "ავტოდორთან" მატჩში სათადარიგოთა სკამზე სამი ამერიკელი იჯდა. "სუფრის თავში" კი - ახალგაზრდა სპეციალისტი ნიკოლაის მაჟურსი, რომელმაც მთავარი მწვრთნელის პოსტზე პაველ გოოგე შეცვალა.

მას ამერიკელების საქმეში ნახვის საშუალება არ მისცემია, ზოგს მცირე ტრავმა ჰქონდა, ზოგის დარეგისტრირება ვერ მოესწრო.

როგორც ექსბათუმელმა ბი ჯეი იანგმა გვითხრა, ფეხის ტრავმის გამო მცირე ხნით მოუწევს დასვენება, 11 იანვარს, ფინურ "ბიზონსთან" მატჩისთვის მზად უნდა იყოს. მასთან ერთად "ვითას" ღირსებას დაიცავენ ომარ ტომასი და ანდრე ჯონსი.

როგორ გარდაიქმნება "ვითა" მათი საქმეში ჩართვის
შემდეგ, რთული სათქმელია. რაც შეეხება გუშინდელ შეხვედრას, ძირითადად, ქართველების კისერზე გადაიარა. თუმცა მეტოქე შედარებით გამოცდილი იყო და დიდი სხვაობითაც წავაგეთ.

შეხვედრის ბედი, ფაქტობრივად, მეორე პერიოდში გადაწყდა, რომლის ერთ ეპიზოდში "ავტოდორმა" 19:0 გაქცევა მოაწყო და 54:24 დაწინაურდა.

როგორც უკვე მოგახსენეთ, "ვითას" მომდევნო მატჩი 11 იანვარს ფინეთში ელის.

ვითიბი ლიგა
3 იანვარი, თბილისი
ვითა-ავტოდორი (სარატოვი) 59:111
18:27, 9:27, 12:22, 20:35
ვითა: მაისურაძე (5ქ), ჩლაიძე (14ქ), გიორგაძე (2ქ), შენგელია (2ქ, 7მ), სტარატელევი (15ქ), ბიბილური (6ქ), ანიკიენკო (9ქ, 5მ), წივწივაძე (6ქ).
ავტოდორი: სტოლი (15ქ, 6პ, 6ჩ), ლუკაშოვი (6ქ, 6პ), ბეკიევი, კლიმენკო (11ქ, 7მ), ფედიი (9ქ), ჩეპელი (17ქ), რუსეცკი (7ქ), კოლესნიკოვი (18ქ), ბრუკსი (13ქ, 6მ), ზაბელინი (2ქ), პეტერსონი (6ქ), მაკიევი (7ქ).
მსაჯები: ს. ჩაიკოვსკი (რუსეთი), მ. უეჰენდიკი (ესტონეთი), ი. იჰნასიევი (ბელორუსი)

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული