ქორქია-საკანდელიძის მემორიალი: "ქუთაისი" და "სოხუმი"

AutoSharing Option
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალზე ფინალისტები გამოვლინდნენ.

საჩემპიონო მატჩში ერთმანეთის პირისპირ წარდგებიან "სოხუმი" და "ქუთაისი". მათ ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩები წარმატებით ჩაატარეს და დამსახურებულად მიიღეს ფინალში თამაშის უფლება.

"სოხუმმა" სენსაციების შემოქმედი, მეორელიგელი "წყალტუბო" 82:68 დაამარცხა, ხოლო "ქუთაისმა" "რუსთავს" დაძაბულ ბრძოლაში 71:68 აჯობა.

ფინალი 16 იანვარს ქუთაისის სპორტის სასახლეში გაიმართება.

A ჯგუფი
14 იანვარი, ქუთაისი
სოხუმი-წყალტუბო 82:68
19:15, 25:17, 20:17, 18:19
სოხუმი: მილერი (35ქ), სმიტი (2ქ, 6მ, 9პ), გივი ბაქრაძე (3ქ,
3პ), გლოვერი (9ქ, 13მ, 7პ), ალხანაიძე (4ქ, 5მ), კვეტენაძე (5ქ, 3პ), ჯგერენაია (10ქ, 7მ, 6პ), ათუაშვილი (4ქ), დ. დვალიშვილი (8ქ), მირზიაშვილი (2ქ).
წყალტუბო: ალფიოროვი (17ქ, 9პ), მაცაბერიძე (9ქ, 5მ, 4პ), კუჭავა (2ქ), კანდელაკი, რიხლიუკი (25ქ, 12მ), ბირკაია (4ქ), მესხი (7ქ), კოღუაშვილი (4ქ, 3პ).

პირველი ჯგუფიდან ფინალში გასვლის მშვენიერი შანსი ჰქონდა "ბათუმს", რომელმაც საწყის ორ ტურში დაამარცხა "სოხუმი" და გუშინ "ოლიმპს" უნდა დაპირისპირებოდა, თუმცა, მოულოდნელად, ბათუმელებმა ქუთაისი დატოვეს და შინ გაემგზავრნენ. შეჯიბრებიდან გამოთიშვის მთავარ მიზეზად კალათბურთელთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება დასახელდა.

აჭარელთა გადაწყვეტილებამ ჯგუფის ფინალად "სოხუმისა" და "წყალტუბოს" დაპირისპირება აქცია. მეორელიგელმა წყალტუბოელებმა ზედიზედ ორი მოგების შემდეგ "სოხუმთან" ვერაფერი გააწყვეს და მემორიალის ფინალის საგზურიც მას დაუთმეს.

გამარჯვებულთაგან საუკეთესო იყო ამერიკელი ფილიპ მილერი, რომელმაც 35 ქულა ჩააგდო და ბურთი 6-ჯერ ჩაჭრა.

ა გუნდი თ მ წ ქ
1. სოხუმი 3 2 1 5
2. წყალტუბო 3 2 1 5
3. ოლიმპი 3 1 2 4
4. ბათუმი 3 1 2 4

B ჯგუფი
14 იანვარი, ქუთაისი
აკადემია-მგზავრები 105:74
20:18, 25:12, 24:19, 36:25
აკადემია: თევდორაშვილი (6ქ), ს. ლეჟავა, კოკა ტომარაძე (11ქ, 4პ), ბოქოლიშვილი (16ქ, 5პ), ღურწკაია (8ქ), დარახველიძე (3ქ), გოგნაძე (6ქ), ლომოური (16ქ), მარეი (16ქ, 7მ, 7პ), დარბაიძე (2ქ), დუიკოვიჩი (21ქ, 11მ).
მგზავრები: გაგუა (13ქ), უილიამსი (5ქ, 7მ, 5პ), საური (5ქ, 3პ), ჯინჭარაძე (14ქ, 5მ, 3პ), გრძელიძე (2ქ), კვანტალიანი (9ქ, 3პ), ცირეკიძე (12ქ, 3პ), ლომინაშვილი (8ქ, 10მ), ორმოცაძე (6ქ).

14 იანვარი, ქუთაისი
ქუთაისი-რუსთავი 71:68
19:17, 19:14, 12:11, 21:26
ქუთაისი: ბოისა (3ქ), ფაშაევი (3ქ, 5პ), ბაბუნაშვილი, ქადარია (4ქ), ცეკვავა )23ქ, 6მ), ბრიტონი (4ქ, 5მ), გ. ბარბაქაძე (7ქ), მათიაშვილი (5ქ, 4პ), ბექაური (11ქ, 15მ), მიკულიჩი (11ქ, 5პ).
რუსთავი: გამყრელიძე (9ქ, 5მ, 3პ), კაილსი (7ქ), აბაიშვილი, ჩაჩანიძე (6ქ, 3პ), ტურპინი (24ქ, 13მ), ჭოჭუა (7ქ, 5პ), გაჩეშა (15ქ, 9მ, 4პ).

საწყისმა ორმა ტურმა გადაწყვიტა, რომ ფინალის საგზურისთვის "რუსთავსა" და "ქუთაისს" უნდა ებრძოლათ. "აკადემიასა" და "მგზავრებს" ერთმანეთში მხოლოდ ჯგუფის მესამე ადგილი ჰქონდათ გასაყოფი.

გაცილებით უკეთესად ითამაშეს აკადემიელებმა და ახალწვეული დუიკოვიჩის წინამძღოლობით, 105:74 გაიმარჯვეს.

"ქუთაისისა" და "რუსთავის" ორთაბრძოლაში ფინალისტის ბედი ბოლო წამებზე გადაწყდა. მიუხედავად იმისა, რომ მასპინძლები მეოთხე პერიოდის დასაწყისში 9 ქულით იყვნენ წინ, "რუსთავმა" სხვაობის მინიმუმამდე შემცირება მოახერხა. ჯერ გაჩეშამ ჩააგდო სამქულიანი, შემდეგ ახალწვეულმა კაილსმა და 68:69. თუმცა ეს საფინალო სირენამდე 3 წამით ადრე მოხდა და ქუთათურებმა სტუმრებს გამარჯვება არ დაანებეს. 71:68 მათ სასარგებლოდ.

ფინალისტთა რიგებში 23 ქულით ლევან ცეკვავა გამოირჩა.

ა გუნდი თ მ წ ქ
1. ქუთაისი 3 3 0 6
2. რუსთავი 3 2 1 5
3. აკადემია 3 1 2 4
4. მგზავრები 3 0 3 3

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული