ქორქია-საკანდელიძის მემორიალის გამარჯვებული "ქუთაისი" გახდა

AutoSharing Option
ლეგენდარული კალათბურთელების, ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონების მიხეილ ქორქიასა და ზურაბ საკანდელიძის მემორიალური ტურნირის გამარჯვებული "ქუთაისი" გახდა.

16 იანვარს, ქუთაისის სპორტის სასახლეში გამართულ ფინალურ შეხვედრაში ტურნირის მასპინძლებმა "სოხუმი" ანგარიშით 86:57 დაამარცხეს.

ტურნირი 2006 წლიდან თბილისში იმართებოდა, გასულ წელს კი გათამაშების ფინალურ მატჩს ქუთაისმა უმასპინძლა. სწორედ მაშინ გადაწყდა, რომ ქორქიასა და საკანდელიძის მემორიალს მომავალი წლიდან ლეგენდარული კალათბურთელების მშობლიური ქალაქი უმასპინძლებდა.

წელს ტურნირში 8 გუნდი მონაწილეობდა, რომლებიც ორ ჯგუფად იყვნენ დაყოფილნი. კოტე ტუღუშის გუნდმა ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე "რუსთავი" (71:68), "მგზავრები" (82:67) და "კადემია"
(92:80) დაამარცხა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული