ვითიბი ლიგა: თბილისის "ვითა" გამარჯვებასთან ძალიან ახლოს იყო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 16 იანვარს თბილისის "ვითამ" ვითიბი ლიგის მე-16 ტურის მატჩი სტუმრად ვოლგოგრადის "ოქტიაბრსთან" ჩაატარა და ანგარიშით 85:82 დამარცხდა.

მატჩის საუკეთესო კალათბურთელი "ვითას" ფორვარდი ომარ ტომასი გახდა, რომელმაც შეხვედრაში ყველაზე მეტი 33 ქულა დააგროვა. ტომასმა 33 ქულას 10 მოხსნა, 4 ჩაჭრა მოიპოვა, ხოლო ბურთი 4-ჯერ დაკარგა.

ეს "ვითას" ზედიზედ მე-16 მარცხია ლიგაში.

"ვითას" მთავარი მწვრთნელი ნიკოლაი მაზურსი: "ეს მატჩი ჩვენთვის ძალიან რთული იყო, როგოც ფიზიკური თვალსაზრისით, ისე ფსიქოლოგიური. ჩვენი მგზავრობა ვოლგოგრადში იყო გრძელი, რთული და პრობლემატური: ბიჭებს რამდენიმე დღე არ უძინიათ.
მიუხედავად ამისა, კმაყოფილი ვარ იმით თუ როგორ იბრძოლეს და მინდა მათ მადლობა გადავუხადო თავგანწირვისთვის. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ 5-6 კალათბურთელით ვეთამაშებოდით მეტოქეს, რომელიც ფართო როტაციას იყენებს და უფრო ენერგიულად გამოიყურება, შეიძლება ეს თამაში დადებითად შეფასდეს". 

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული