თბილისელები "ნიჟნი ნოვგოროდში'" ანგარიშით 65:97 დამარცხდნენ. "ვითადან" ყველაზე შედეგიანი ანდრე ჯონსი იყო, რომელმაც გუნდს 21 ქულა მოუტანა, ორმაგი დუბლით კი თავი ომარ თომასმა გამოირჩა. თომასის ანგარიშზე 11 მოხსნა და 17 ქულაა.
თავის მომდევნო შეხვედრას თბილისური გუნდი უკვე 14 თებერვალს, ესტონური "კალევის" წინააღმდეგ თბილისის სპორტის სასახლეში გამართავს.