ვითა-კალევი 77:78 - ქულა პირველ გამარჯვებამდე

AutoSharing Option
საკალათბურთო კლუბმა თბილისის "ვითამ" ვითიბი ლიგის რეგულარულ ჩემპიონატში XX ტურის მატჩი შინ ესტონურ "კალევთან" გამართა და ტურნირში პირველ გამარჯვებამდე სულ ცოტა დააკლდა.

ქართულმა გუნდმა 11 ქულის სხვაობით წაგებული პირველი ტაიმის (30:41) შემდეგ, მეორეში შეძლო მდგომარეობის გამოსწორება, თუმცა საბოლოოდ მაინც ერთი ქულის სხვაობით - 77:78 დამარცხდა.

"ვითას" რიგებში საუკეთესო ამერიკელი ლეგიონერი ომარ ტომასი იყო, 28 ქულითა და 12 მოხსნით.

თბილისური გუნდი მომავალ მატჩს 17 თებერვალს, ფინურ "ბაიზონსთან" საკუთარ მოედანზე გამართავს.

ვითიბი ლიგა. XX ტური
14 თებერვალი, თბილისი
ვითა-კალევი (ესტონეთი) 77:78
15:19, 15:22,
25:20, 22:17
ვითა: ბეჟარანო (11ქ), მაისურაძე (2ქ), ჩლაიძე (5ქ), რევაზაშვილი, ჯონსი (19ქ, 5მ, 3პ), სტარატელევი (11ქ, 3ჩ), ანიკიენკო (1ქ), ტომასი (28ქ, 12მ, 4პ), წივწივაძე.
კალევი: სოკი (6ქ, 3პ), დორბეკი (2ქ), კარი (18ქ, 9პ), არბეტი (14ქ, 6მ), დელაში, ფრეიმანისი (20ქ, 11მ), კეედუსი (7ქ), კინგი (11ქ, 11მ).
მსაჯები: ს. კრუგი (რუსეთი), ს. ჩაიკოვსკი (უკრაინა), პ. ივაშკოვი (ბელორუსი).
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული