ქართულმა გუნდმა 11 ქულის სხვაობით წაგებული პირველი ტაიმის (30:41) შემდეგ, მეორეში შეძლო მდგომარეობის გამოსწორება, თუმცა საბოლოოდ მაინც ერთი ქულის სხვაობით - 77:78 დამარცხდა.
"ვითას" რიგებში საუკეთესო ამერიკელი ლეგიონერი ომარ ტომასი იყო, 28 ქულითა და 12 მოხსნით.
თბილისური გუნდი მომავალ მატჩს 17 თებერვალს, ფინურ "ბაიზონსთან" საკუთარ მოედანზე გამართავს.
ვითიბი ლიგა. XX ტური
14 თებერვალი, თბილისი
ვითა-კალევი (ესტონეთი) 77:78
15:19, 15:22,
ვითა: ბეჟარანო (11ქ), მაისურაძე (2ქ), ჩლაიძე (5ქ), რევაზაშვილი, ჯონსი (19ქ, 5მ, 3პ), სტარატელევი (11ქ, 3ჩ), ანიკიენკო (1ქ), ტომასი (28ქ, 12მ, 4პ), წივწივაძე.
კალევი: სოკი (6ქ, 3პ), დორბეკი (2ქ), კარი (18ქ, 9პ), არბეტი (14ქ, 6მ), დელაში, ფრეიმანისი (20ქ, 11მ), კეედუსი (7ქ), კინგი (11ქ, 11მ).
მსაჯები: ს. კრუგი (რუსეთი), ს. ჩაიკოვსკი (უკრაინა), პ. ივაშკოვი (ბელორუსი).