ვითა-ზენიტი 84:90 - "ზენიტმა" ბოლოს ჩააჩხაკუნა

AutoSharing Option
თბილისის "ვითა" ძალიან ახლოს იყო ვითიბი ლიგაზე პირველ გამარჯვებასთან. არადა, მისი მეტოქე ლიგის ერთ-ერთი ლიდერი, მესამეადგილოსანი "ზენიტი" იყო. სხვათა შორის, სწორედ "ზენიტში" გადავიდა ვითელთა ლიდერი ომარ ტომასი, რომელსაც 13 მარტს გამართულ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია.

პირველ პერიოდში 11-ქულიანი ჩამორჩენის შემდეგ თბილისელებმა სიტუაცია მეორე ათწუთეულში გამოასწორეს და დიდ შესვენებაზე მინიმალური ჩამორჩენით გავიდნენ. მას მერე, ბოლო წუთებამდე თანაბარი ბრძოლა მიმდინარეობდა. საფინალო სირენამდე 4 წუთით ადრე "ზენიტი" ოდენ 2 ქულას იგებდა (80:78), თუმცა დარჩენილ დროში ქართველებს გადასწრების უფლება არ მისცა და სეზონში მე-14
გამარჯვება ჩაიწერა (მხოლოდ 4 წაგება აქვს).

საინტერესოა, რომ ვითელებმა 31 მცდელობიდან 12 სამქულიანი ჩააგდეს. ამ კომპონენტში გამოირჩნენ ჩლაიძე (2 სამიანი), სტარატელევი (2), ბეჟარანო (5) და რევაზაშვილი (3).

ბეჟარანომ ორმაგი დუბლი შეასრულა - 17 ქულა და 10 მოხსნა, ხოლო სეზონის საუკეთესო მატჩი ჩაატარა 20-წლამდელთა ნაკრების წევრმა მაიზერ რევაზაშვილმა. მან 9 წუთში 15 ქულას მოუყარა თავი - 3-დან 2 ორქულიანი, 3-დან 2 საჯარიმო და 5-დან 3 სამიანი ჩააგდო.

ფარქვეშ შედეგიანი იყო ანიკიენკო (14 ქულა), ხოლო თანაგუნდელთა იერიშებს კარგად წარმართავდნენ წივწივაძე (10 ქულა, 4 პასი) და ჯონსი (9 ქულა, 4 პასი).

"ვითას" მომდევნო მატჩი 15 მარტს სარატოვში, "ავტოდორთან" ელის.

ვითიბი ლიგა. რეგულარული ჩემპიონატი. XXV ტური
13 მარტი, თბილისი
ვითა-ზენიტი 84:90
17:28, 29:19, 18:18, 20:25
ვითა: ბეჟარანო (17ქ, 10მ, 5პ), ჩლაიძე (12ქ, 6მ), რევაზაშვილი (15ქ), ჯონსი (9ქ, 6მ, 4პ), სტარატელევი (7ქ), ანიკიენკო (14ქ, 6მ, 3პ), წივწივაძე (10ქ, 4პ).
ზენიტი: ანტიპოვი (13ქ, 8მ), ბერზინში (26ქ, 13მ), ტიმა (5ქ, 5პ), ტულსონი (17ქ), ვიხროვი (2ქ), პუშკოვი (11ქ), კარპუხინი (3ქ), დაუდელი (6ქ, 8მ, 6პ), დესიატნიკოვი, ბარინოვი (5ქ).
მსაჯები: დ. შერბა (პოლონეთი), ვ. ისაჩენკო (უკრაინა), ი. იგნატიევი (ბელორუსი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული