საიტმა ხუთეულში 1993 წელს და უფრო გვიან დაბადებული კალათბურთელები შეიყვანა და სასიხარულოა, რომ მათ შორის თბილისის "ვითას" 19 წლის რუსი ლეგიონერი ვლადისლავ სტარატელევიც მოხვდა.
"ვითას" მცველის სტატისტიკა მიმდინარე სეზონში ასე გამოიყურება: 18 მატჩი (27 წუთი), 8,1 ქული, 2,4 მოხსნა, 0,7 პასი, 3,2 სარგებლიანობის კოეფიციენტი.
"ვითას" რუსი მცველი ყველაზე ახალგაზრდაა ტიტულის პრეტენდენტთა შორის. ამასთან, მას ყველაზე მეტი სათამაშო დრო აქვს თავის ასაკობრივ კატეგორიაში (20-წლამდელებში) - 27 წუთი
ქართული კლუბი მშვენიერი საფეხურია ვლადისლავ სტარატელევის კარიერული ზრდისთვის. მან შეუფასებელი გამოცდილება, სათამაშო დრო, სროლისა და შეცდომის უფლება მიიღო. ზოგჯერ "ვითას" ახალგაზრდა ტალანტი გამთამაშებლის ფუნქციასაც ითავსებს.
ვლადისლავის, როგორც მოთამაშის პროგრესი, შეუძლებელია შეუმჩნეველი დაგრჩეს. მცველი რეგულარულად ხვდებოდა სასტარტო ხუთეულში", - წერს ვითიბი ლიგის საიტი.
შეგახსენებთ, რომ თბილისის "ვითას" რეგულარულ ჩემპიონატში მხოლოდ ერთი გამარჯვება აქვს და სატურნირო ცხრილის ფსკერზეა.