ზაზა ფაჩულიას აკადემიის გუნდი 18-წლამდელთა "ბ" ლიგის ჩემპიონია

AutoSharing Option
18-წლამდელთა "ბ" ლიგის გამარჯვებული საკალათბურთო კლუბი "ზაზა" გახდა.

ზაზა ფაჩულიას აკადემიის გუნდმა ფინალურ მატჩში "ორბი" დაამარცხა. ზორან პენოს, ლაშა თოიძის და დეიან პროკიჩის გაწვრთნილმა გუნდმა ფინალური სერიის მე-3, გადამწყვეტ მატჩში დაძაბულ ბრძოლაში - 58:57 დაამარცხა "ორბი" და ჩემპიონი გახდა.

მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და მისი ბედი ბოლო წამებზე გადაწყდა. გამარჯვების ბურთი ნიკა მიხელიძემ შორეული ორქულიანით ჩააგდო, როცა შეხვედრის დასრულებამდე ათიოდე წამი რჩებოდა. მიხელიძემ საბოლოოდ 12 ქულა მიითვალა, ჩემპიონთაგან ბომბარდირი კი ლუკა კალატოზიშვილი გახდა, რომლის ანგარიშზეც 16 ქულა დაგროვდა.

მატჩის შემდეგ
დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. პრიზიორი "ორბისა" და ჩემპიონი "ზაზას" წევრები თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირის გამგეობის წევრებმა - მამუკა ლომიძემ და ვლადიმერ ძიძიგურმა დააჯილდოეს. "ზაზას" კაპიტან ნიკა მიხელიძეს ჯილდო კავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა ზაზა ღონჭაძემ გადასცა.

18-წლამდელთა "ბ" ლიგა. ფინალური სერია. მე-3 მატჩი
ზაზა-ორბი 58:57
ზაზა: კალატოზიშვილი (16), მიხელიძე (12), აბულაძე (9)
ორბი: გურგენიძე (18), ნიკოლაიშვილი (13), კალატოზიშვილი (10)

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული