ანდრეი კირილენკო მოსკოვის ცსკა-ში ჩაირიცხა

AutoSharing Option
ფორვარდმა ანდრეი კირილენკომ ხელი მოაწერა კონტრაქტს მოსკოვის ცსკა-სთან, - წერს კლუბის ოფიციალური "ტვიტერი". ხელშეკრულება სეზონის ბოლომდე იქნება ძალაში.

შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ კირილენკომ და "ფილადელფიამ" გაწყვიტეს კონტრაქტი, გუშინ კი რუსი კალათბურთელი თავისუფალი აგენტი გახდა და მისი აყვანა NBA-ს არც ერთმა კლუბმა არ ისურვა.

"ანდრეი კირილენკო ოფიციალურად, მესამედ თავის კარიერაში ცსკა-ს მოთამაშე გახდა", - წერია განცხადებაში.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული