"სელტიკსი" ნახევარფინალშია - "ბოსტონმა" "ატლანტა" სერიაში 4:2 დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "ბოსტონ სელტიკსმა" "ატლანტა ჰოუქსი" 128:120 დაამარცხა და სერია 4:2 დახურა.

"კელტების" მხრიდან ჯეილინ ბრაუნმა 32 ქულა, 5 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება დააგროვა.

ჯეისონ ტეიტუმმა თავი 30 ქულით, 14 მოხსნით, 7 შედეგიანი გადაცემით, 1 ჩაჭრითა და 2 დაფარებით გამოიჩინა.

მასპინძელთა შემადგენლობიდან ტრეი იანგმა გუნდს 30 ქულა, 3 მოხსნა, 10 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება შესძინა.

ამრიგად, "ბოსტონი" აღმოსავლეთ კონფერენციის ნახევარფინალში გავიდა, სადაც "ფილადელფიას" შეხვდება. აღნიშნული დაპირისპირების პირველი მატჩი 2 მაისს, თბილისის დროით 03:30
საათზე გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული