ამ მომენტისთვის, "ლეიკერსი" ელოდება დუაიტ ჰოვარდის გადაწყვეტილებას. ეს კალათბურთელი ამ ზაფხულს თავისუფალი აგენტების ბაზარზე გასვლას აპირებს. სწორედ "სუპერმენის" გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული პაუ გასოლის ბედი.
თუ ჰოვარდი ახალ კონტრაქტს გააფორმებს "ლეიკერსთან", დიდი ალბათობით შეიძლება იმის თქმა, რომ გასოლს გაცვლის მეშვეობით სხვა გუნდში გაუშვებენ. მაგრამ ესპანელი სჭირდება კალიფორნიულ კლუბს იმ შემთხვევაში, თუ "ლეიკერსისა" და ჰოვარდის გზები გაიყრება.
"ვფიქრობ, გუნდს არააერთხელ გამოუთქვამს ჩემი შენარჩუნების სურვილი. მაგრამ მე მესმის,
გასულ რეგულარულ ჩემპიონატში პაუმ 49 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ, 13.7 ქულასა და 8.6 მოხსნას აგროვებდა.
კაზინსს ნაკრებში დაუძახეს
"საკრამენტო კინგზის" ცენტრმა დემარკუს კაზინსმა ამერიკის ნაკრების სამწვრთნელო შტაბის ყურადღება დაიმსახურა.
აშშ-ის ეროვნული გუნდის საწვრთნელი მინი-ბანაკი ივლისის მეორე ნახევარში შედგება. გუნდის მენეჯერმა ჯერი კოლანჯელომ განაცხადა, რომ კაზინსი მიწვეულია ამ შეკრებაზე. მან აგრეთვე კომენტარი გაუკეთა ამ გადაწყვეტილებას.
"დროა ის საბოლოოდ გაიზარდოს და წარსული დაივიწყოს. კაზინსს დიდი ნიჭი აქვს და ეს შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს", - ამბობს კოლანჯელო.
2012-13 წლების სეზონში, კაზინსი საშუალოდ 17.1 ქულასა და 9.9 მოხსნას აგროვებდა.
ევროჩელენჯი იცოცხლებს
ორმა ევროპულმა საკალათბურთო ორგანიზაციამ - FIBA-ევროპამ და ULEB-მა ვერ მიაღწიეს შეთანხმებას რანგით მესამე ევროტურნირის - ევროჩელენჯის გაუქმების შესახებ. და საერთოდაც, ეს ორგანიზაციები ვერ მივიდნენ კონსენსუსამდე ახალ სეზონში ევროთასების ახალი ფორმატით ჩატარების თაობაზე.
შესაბამისად, შეიძლება იმის თქმა, რომ ევროჩელენჯს სიცოცხლე გაუხანგრძლივდა - ჯერჯერობით გადაიდო მისი შეერთება ევროთასის გათამაშებასთან. ასე რომ, 2013-14 წლების სეზონში ჩვენ ისევ გველის სამი ტურნირი: ევროლიგა (24 გუნდი), ევროთასი (48 გუნდი) და ევროჩელენჯი.
ერთადერთი საკითხი, რომელიც ამჟამად დღის წესრიგში დგას, შემდეგში მდგომარეობს: გადავლენ თუ არა ევროლიგის კვალიფიკაციაში წაგებული გუნდები ევროთასზე. ამ საკითხის გადაწყვეტაზე უფლებამოსილია ULEB და ის მალე გამოიტანს გადაწყვეტილებას.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
რუსების გაფართოებული შემადგენლობა ევრობასკეტისთვის