საქართველოს მეტოქეები: წაგებებიც, გამარჯვებებიც, ოღონდ არაოფიციალურად

AutoSharing Option
მხოლოდ სტატისტიკას რომ გადახედოთ, ზოგადი შთაბეჭდილება შეგექმნებათ საქართველოს ნაკრების მეტოქეთა მზადების შესახებ.

შეგახსენებთ, რომ ევრობასკეტზე ჩვენი ნაკრების მოწინააღმდეგეები არიან პოლონეთი, ხორვატია, სლოვენია, ჩეხეთი და ესპანეთი.

ამხანაგურად ერთმანეთის წინააღმდეგ ითამაშეს პოლონეთმა და ესპანეთმა და ევროპის მოქმედ ჩემპიონ ესპანელებს სლავების დამარცხება მეტად გაუჭირდათ.

მით უმეტეს, რომ პოლონელთა რიგებში არ თამაშობდა "ფინიქსის" ცენტრი მარცინ გორტატი, რომელიც ევროპის ჩემპიონატისთვის სლოვენიაში ჩასვლას აპირებს.

სერბეთში ოთხგუნდიანი ტურნირი მეორე ადგილზე დაასრულა სლოვენიამ. ევრობასკეტის მასპინძელმა ნახევარფინალში თურქეთს მინიმალური სხვაობით სძლია, ხოლო ფინალში დუშან ივკოვიჩის გაწვრთნილ სერბეთთან დიდი სხვაობით
დამარცხდა.

არადა, ერთი კვირის წინათ სლოვენიელებმა, თურქეთის პარალელურად, სერბეთსაც სძლიეს. თან, მაშინ გამოცდილი იაკა ლაკოვიჩი ვერ ეხმარებოდათ.

სამი მატჩი წააგო ხორვატიამ, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე ძნელად პროგნოზირებადი გუნდი იქნება და ამხანაგური შეხვედრების შედეგებიდან შორს მიმავალი დასკვნების გამოტანა არ ეგების.

საბერძნეთი-ხორვატია 87:85
17:16, 26:26, 27:18, 17:25
ხორვატია: ტომიჩი (18წთ. 6ქ), ბოგდანოვიჩი (32წთ. 25ქ. 3მ. 3პ.), ტომასი (24 წთ. 15ქ), უკიჩი (26წთ. 14ქ. 4პ. 3ჩ), მარკოტა (27წთ. 4ქ. 8მ. 4პ), ანდრიჩი (9წთ. 2ქ), დრეპერი (13წთ. 6ქ), რუდეზი (9წთ), სიმონი (15წთ. 9ქ. 5პ), დელასი (13წთ. 2ქ), ზორიჩი (12წ. 2ქ).

საფრანგეთი-ხორვატია 92:60
28:14, 23:8, 21:22, 20:16
ხორვატია: ტომიჩი (21წთ. 6ქ. 4მ.), ბოგდანოვიჩი (28წთ. 13ქ), უკიჩი (25წთ. 18ქ), სიმონი (24წთ. 2ქ. 8მ), მარკოტა (18წთ. 4ქ), ანდრიჩი (3წთ), დრეპერი (14წთ. 4ქ), რუდეზი (22წთ. 7ქ. 3მ), ა. დელასი (5წთ. 2ქ), ზორიჩი (18წთ. 4ქ), პლანინიჩი (8წ), მ. დელასი (13წთ).

გერმანია-ხორვატია 73:63
20:18, 31:13, 12:14, 10:18
ხორვატია: ტომიჩი (5წთ. 3ქ), დრეპერი (8წთ), ბოგდანოვიჩი (32წთ. 14ქ. 3პ), სიმონი (25წთ. 9ქ. 3პ. 3ჩ), მ. დელასი (21წთ. 9ქ. 4მ), ანდრიჩი (23წთ. 5ქ.), რუდეზი (21წთ. 9ქ), უკიჩი (18წთ. 8ქ. 4პ), მარკოტა (12წთ. 2ქ. 3მ), პლანინიჩი (12წთ. 2ქ), ა. დელასი (25წთ. 2ქ. 3მ).

სლოვენია-თურქეთი 55:54
15:19, 13:10, 12:15, 15:10
სლოვენია: ლაკოვიჩი (17წთ. 3მ. 3პ), მურიჩი (8წთ. 3ქ), ბლაჟიჩი (19წთ. 4ქ. 7მ), ბეგიჩი (17წთ. 6ქ. 5მ), ბალაჟიჩი (23წთ. 7ქ. 5მ), იოკსიმოვიჩი (13წთ), ნახბარი (17წთ. 2ქ. 3მ), გ. დრაგიჩი (24წთ. 16ქ. 3პ), ლორბეკი (15წთ. 4ქ), ვიდმარი (22წთ. 6ქ. 9მ), პრეპელიჩი (6წთ), ზ. დრაგიჩი (19წთ. 5ქ).

სერბეთი-სლოვენია 91:66
20:16, 28:20, 21:15, 22:15
ხორვატია: მურიჩი (19თწ. 5ქ. 3მ), ბლაჟიჩი (16წთ. 2ქ), ნახბარი (23წთ. 20ქ. 4მ), გ. დრაგიჩი (15წთ. 9ქ), ბეგიჩი (11წთ. 4ქ), სლოკარი (8წთ. 2ქ), იოკსიმოვიჩი (18წთ. 4ქ), ლორბეკი (20წთ. 7ქ), ვიდმარი (21წთ. 7ქ. 8მ. 3დ), პრეპელიჩი (12წთ. 1ქ. 3პ), ბალაჟიჩი (17წთ. 3მ), ზ. დრაგიჩი (21წთ. 5ქ).

ესპანეთი-პოლონეთი 70:66
21:13, 10:22, 14:14, 25:17
ესპანეთი: ფერნანდესი (21წთ. 11ქ), კალდერონი (21წთ. 16ქ), რუბიო (16წთ. 7პ), კლავერი (17წთ. 2ქ), მ. გასოლი (28წთ. 14ქ. 6მ), აგილარი (17წთ. 5ქ. 3მ), როდრიგესი (22წთ. 11ქ. 3მ. 4პ), რეი (11წთ. 2ქ. 5მ), სან ემეტერიო (6წ. 2ქ), ლული (21წ. 4ქ), გაბრიელი (4წ), მუმბრუ (11წთ. 3ქ. 7მ), კორბაჩო (1წთ), მარტინი (3წთ), რაბასედა (2წთ).
პოლონეთი: ლამპე (30წთ. 13ქ. 8მ. 4პ), ზამოისკი (17წთ. 5ქ), კოშარეკი (23წთ. 2ქ. 3პ), იგნერსკი (25წთ. 12ქ. 5მ), კელატი (25წთ. 8ქ. 7პ), ჩილინსკი (12წთ. 6ქ), შუბარგა (15წთ. 4ქ. 4პ), პონიტკა (15წთ. 4ქ. 3მ), კულიგი (7წთ. 3ქ), ვაჩინსკი (13წთ. 3ქ), ჰრიჩანიუკი (6წთ), კარნოვსკი (11წთ. 6ქ. 5მ).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული