ფიბამ რუსეთი დაინდო - რუსეთის საკალათბურთო ნაკრები ევრობასკეტზე ითამაშებს

AutoSharing Option
კალათბურთის საერთაშორისო ორგანიზაციის (ფიბა) აღმასკომის სხდომაზე, რომელიც ამ დღეებში ტოკიოში მიმდინარეობს, რუსეთის საკალათბურთო ნაკრებებისთვის დისკავლიფიკაციის მოხსნის გადაწყვეტილება მიიღეს.

შესაბამისად, რუსეთის უმთავრეს საკალათბურთო გუნდს შესაძლებლობა ექნება, ითამაშოს ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც სტარტს 5 სექტემბერს აიღებს.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ფიბამ მისი ეგიდით გასამართ საერთაშორისო ტურნირებში ამ ქვეყნის ყველა ნაკრებს აუკრძალა თამაში, რისი მიზეზიც რუსული კალათბურთის სკანდალები და რიგგარეშე საარჩევნო კონფერენციის დანიშვნა გახდა.

მართალია, რუსეთს დისკვალიფიკაცია გაუუქმეს, თუმცა ამ ქვეყნის კალათბურთის ფედერაციის ოფიციალურ პირების წინააღმდეგ სანქციები ძალაში დარჩა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული