პლეი ოფის საწყისი შეხვედრების საუკეთესო მოთამაშედ მადრიდის "რეალის" მცველი რუდი ფერნანდესი დასახელდა, - იტყობინება ტურნირის ოფიციალური ვებგვერდი.
"რეალმა" ყველაზე დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა - 26 ქულით დაამარცხა ისრაელის "მაკაბი" და ამ მოგებაში ესპანეთის ნაკრების მცველმა ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა. მის ანგარიშზე იყო 15 ქულა, 6 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა. ფერნანდესის სარგებლიანობის კოეფიციენტმა 22 ქულა შეადგინა.
პლეი ოფის პირველი მატჩების საუკეთესო
ევროლიგა. 1/4-ფინალი
ცსკა-კახა ლაბორალი 89:78
26:19, 24:16, 23:23, 16:20
ხ: უიმსი (19), ტეოდოშიჩი (17+5 პასი), კრსტიჩი (16+5 მოხსნა), კაუნი (16).
კ-ლ: კაზერი (17), ნოჩიონი (16+9 მოხსნა), ლამპე (12+5 მოხსნა), მ. ბიელიცა (10+4 პასი).
ოლიმპიაკოსი-ეფესი 67:62
17:15, 16:17, 17:14, 17:16
ო: პრინტეცისი (26).
ე: გიონლუმი (17+5 მოხსნა), ლუკასი (10+6 პასი).
რეალი-მაკაბი 79:53
14:23, 24:4, 21:16, 20:10
რ: ფერნანდესი (15+6 მოხსნა), მიროტიჩი (14), როდრიგესი (10+10 პასი+5 მოხსნა).
მ: ჯეიმსი (9+6 მოხსნა+3 დაფარება), ჰიკმენი (9), ქანერ-მედლი (9).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
"ბარსელონამ" მოგებით დაიწყო