ევროლიგა. 1/4 ფინალი: "ბარსელონამ" უპირატესობა დაკარგა

AutoSharing Option
ევროლიგაზე მეოთხედფინალური ეტაპის მეორე ნაწილი დაიწყო - სერიის მეორე მატჩი გაიმართა "ბარსელონასა" და "პანათინაიკოსის" დაპირისპირებაში. მასპინძელი კვლავ კატალონური გრანდი იყო. შეგახსენებთ, რომ პირველი შეხვედრა "ბარსამ" ოვერტაიმში მოიგო.

ეს მატჩიც ძალიან დაძაბულ ბრძოლაში წარიმართა. "ბარსელონა" თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში წინ იყო, მაგრამ კომფორტული უპირატესობის მოპოვება ვერ შეძლო. ანგარიშში სხვაობა 3-5 ქულამდე მერყეობდა. სწორედ ხუთი ქულის სხვაობით მოიგო "ბარსელონამ" პირველი ტაიმი - 32:27.

თამაშის სურათი არც მეორე ნახევარში შეცვლილა. "ბარსელონა" ისევ ინარჩუნებდა მინიმალურ უპირატესობას, მაგრამ "პანათინაიკოსს" ნებისმიერ მომენტში შეეძლო მატჩის ბედის თავის
სასარგებლოდ შემოტრიალება. და ეს მომენტი სირენამდე 8 წამით ადრე დადგა, როცა "პანათინაიკოსის" ლიდერმა დიმიტრის დიამანტიდისმა "მინუს ორზე" სამქულიანი ჩააგდო და თავისი გუნდი ერთი ქულით გაიყვანა წინ.

"ბარსელონას" საკმარისი დრო ჰქონდა ბოლო შეტევისთვის, მაგრამ ლიტველი ვეტერანის შარუნას იასიკიავიჩუსის სამქულიანმა მიზანს არ მიაღწია. "პანათინაიკოსმა" მოიგო მნიშვნელოვანი მატჩი და საკუთარი მოედნის უპირატესობა მოიპოვა. ახლა, გუნდები ათენში გადავლენ და ორი მატჩი საბერძნეთის დედაქალაქში გაიმართება. ორივე საშინაო მატჩის მოგების შემთხვევაში, "პანათინაიკოსი" "ოთხთა ფინალში" თამაშის უფლება მოიპოვა.

ბარსელონა-პანათინაიკოსი 65:66
11:16, 21:11, 18:21, 15:18
ბ: ნავარო (20), აბრინესი (10).
პ: გისტი (14+7 მოხსნა), ბრამოსი (13), დიამანტიდისი (10+3 ჩაჭრა), ლასმე (9+7 მოხსნა+3 დაფარება).
სერია: 1-1

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ევროლიგაში მასპინძლები მძლავრობენ
მკითხველის კომენტარები / 1 /
ვუყურე მაგ თამაშსს, მაგარი იყო. ამიტომაცაა კალათბურთი მაგარი თამაში!
I love this game!
Cyberbob
20:43 13-04-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული