ევროლიგა. ჯგუფური ეტაპი. X ტური: თავს უშველეთ, დარბაზში ბომბია!

AutoSharing Option
ევროლიგის პირველი ჯგუფური ეტაპი კინაღამ ტრაგედიით დასრულდა. ათენში "პანათინაიკოსისა" და "ბარსელონას" შეხვედრა აფეთქების საფრთხის გამო შეწყდა.

თამაში მეორე მეოთხედში შეწყვიტეს ანონიმური სატელეფონო ზარის გამო. დარბაზის ადმინისტრაციას შეატყობინეს, რომ ათენის სპორტულ კომპლექს "ოლიმპიკ ინდურ ჰოლში" ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო დამონტაჟებული და ის ადგილობრივი დროით 23 საათზე მოვიდოდა მოქმედებაში.

კალათბურთელები, გულშემატკივრები და პერსონალი სასწრაფოდ იქნა ევაკუირებული, არენაზე კი გამნაღმელები გამოჩდნენ.

სამართალდამცავებმა ბომბი ვერ აღმოაჩინეს და თამაშის გაგრძელება შესაძლებელი გახდა. მატჩი "ბარსელონამ" 80:67 მოიგო.

* * *
მადრიდის "რეალის" ბერძენი ლეგიონერი იანის ბურუსისი ევროლიგის
მეათე ტურის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.

"რეალმა" დამაჯერებლად დაამარცხა "ეფესი" და ბერძენმა ცენტრმა 28 წუთში 19 ქულა (ორქულიანები - 6/11, სამქულიანები - 1/1, საჯარიმოები - 4/5), 10 მოხსნა, 3 შედეგიანი პასი, 2 ჩაჭრა და ერთი დაფარება მიითვალა. ბურუსისის სარგებლიანობის კოეფიციენტმა 31 ქულა შეადგინა.

მილანელმა ლინას კლეიზამ "ტუროვთან" მატჩში 29 ქულა დააგროვა, რაც ლიტველის პირადი რეკორდი და საუკეთესო მაჩვენებელია მეათე ტურში.

"გალათასარაის" ფორვარდი პატრიკ იანგი 13 მოხსნით ტურის საუკეთესო მომხსნელი გახდა. "მილანის" მცველმა დანიელ ჰეკეტმა 9 შედეგიანი პასი მიითვალა, რაც ტურში ყველაზე მეტი იყო.

A ჯგუფი
რეალი-ეფესი 90:70
ნ. ნოვგოროდი-უნიქსი 78:74
ჟალგირისი-სასარი 80:79

მ წ სხ
1. რეალი 8 2 98
2. ეფესი 6 4 27
3. ჟალგირისი 5 5 5
4. ნ. ნოვგოროდი 5 5 -59
5. უნიქსი 5 5 30
6. სასარი 1 9 -101

B ჯგუფი
ცსკა-ლიმოჟი 88:56
მაკაბი-უნიკახა 81:73
ალბა-ცედევიტა 67:70

მ წ სხ
1. ცსკა 10 0 162
2. მაკაბი 7 3 14
3. უნიკახა 4 6 6
4. ალბა 4 6 -29
5. ცედევიტა 3 7 -49
6. ლიმოჟი 2 8 -104

C ჯგუფი
ტუროვი-მილანი 96:101
ფენერბაჰჩე-ბაიერნი 87:81
პანათინაიკოსი-ბარსელონა 67:80

მ წ სხ
1. ბარსელონა 9 1 123
2. ფენერბაჰჩე 8 2 56
3. პანათინაიკოსი 5 5 25
4. მილანი 5 5 -20
5. ბაიერნი 2 8 -60
6. ტუროვი 1 9 -124

D ჯგუფი
ვალენსია-ნეპტუნასი 103:65
გალათასარაი-ოლიმპიაკოსი 79:74
ცრ. ზვეზდა-კახა ლაბორალი 90:82

მ წ სხ
1. ოლიმპიაკოსი 8 2 37
2. ცრ. ზვეზდა 6 4 56
3. კახა ლაბორალი 5 5 5
4. გალათასარაი 4 6 -15
5. ნეპტუნასი 4 6 -94
6. ვალენსია 3 7 11
X ტურის ლიდერები

ქულები
კლეიზა (მილ) 29.0
ჯ. ანდერსონი (ჟალ) 26.0
ლენგფორდი (უნიქ) 24.0
აროიო (გალ) 24.0
კინსი (ნ. ნოვ) 23.0

მოხსნები
იანგი (გალ) 13.0
მარიანოვიჩი (ც-ზვ) 12.0
გოლუბოვიჩი (უნიკ) 11.0
ლენგფორდი (უნიქ) 10.0
ბურუსისი (რეა) 10.0

პასები
ჰეკეტი (მილ) 9.0
უერტასი (ბარ) 9.0
სარიჩი (ეფე) 8.0
უილიამსი (ც-ზვ) 8.0
ლიული (რეა) 8.0
სეზონის ლიდერები

ქულები
როჩესტი (ნ-ნოვ) 20.0
ერცეგი (გალ) 18.1
სპანულისი (ოლი) 17.5
ჯ. ანდერსონი (ჟალ) 17.0
გუდლაკი (ფენ) 16.9

მოხსნები
მარიანოვიჩი (ც-ზვ) 10.7
ბრაიანტი (ბავ) 7.7
ლავალი (სას) 7.3
ტომპკინსი (ნ-ნოვ) 7.2
სმიტი (მაკ) 7.1

პასები
მ. უილიამსი (ც-ზვ) 6.9
ერტელი (კ-ლაბ) 6.7
დიამანტიდისი (პან) 5.9
როდრიგესი (რეა) 5.9
როჩესტი (ნ-ნოვ) 5.6

TOP16
E ჯგუფი
გალათასარაი
ჟალგირისი
პანათინაიკოსი
მაკაბი
ცრ. ზვეზდა
რეალი

I ტური
30 დეკემბერი
გალათასარაი-ჟალგირისი
პანათინაიკოსი-მაკაბი
2 იანვარი
ცრ. ზვეზდა-რეალი
ალბა-ბარსელონა

II ტური
8 იანვარი
რეალი-გალათასარაი
მაკაბი-ცრ. ზვეზდა
9 იანვარი
ჟალგირისი-ალბა
ბარსელონა-პანათინაიკოსი

F ჯგუფი
ცსკა
ეფესი
მილანი
ფენერბაჰჩე
კახა ლაბორალი
ნ. ნოვგოროდი

I ტური
2 იანვარი
ფენერბაჰჩე-ცსკა
კალა ლაბორალი-ეფესი
მილანი-ნ. ნოვგოროდი
უნიკახა-ოლიმპიაკოსი

II ტური
8 იანვარი
ცსკა-კახა ლაბორალი
ოლიმპიაკოსი-მილანი
9 იანვარი
ნ. ნოვგოროდი-ფენერბაჰჩე
ეფესი-უნიკახა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული