ბერძნები შარში არიან

AutoSharing Option
სერიოზული პრობლემები შეექმნა საბერძნეთის კალათბურთის ფედერაციას. იტალიელმა სპეციალისტმა ანდრეა ტრინკიერიმ კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის საარბიტრაჟო სასამართლოს მიმართა - მან გადაწყვიტა, ამ ორგანიზაციის დახმარებით მიიღოს ის ფული, რომელიც ბერძნული მხარისგან ეკუთვნის.

საქმე ისაა, რომ 2013 წელს ტრინკიერიმ ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა საბერძნეთის კალათბურთის ფედერაციასთან და ამ ქვეყნის ნაკრები ჩაიბარა. მისი ჯამური ხელფასი 220 ათას ევროს შეადგენდა, მაგრამ კონტრაქტით მხოლოდ ერთი წელი იმუშავა, რის შემდეგაც ბერძენმა ფუნქციონერებმა ნაკრებში ფოცის კაციკარისი მიიწვიეს.

ბერძნებისგან ტრინკიერიმ ჯერჯერობით მხოლოდ 50 ათასი ევრო მიიღო, მაგრამ იმედი აქვს, რომ სრულ
თანხას გადაუხდიან. ბერძნული მხარე კი ამას არ ეთანხმება და მიაჩნია, რომ იტალიელის მხოლოდ 60 ათასი მართებს, რადგან ნაკრებში ერთი წელი იმუშავა.

საარბიტრაჟო სასამართლოს ამ საქმეში მწვრთნელის მხარე უჭირავს და აიძულებს საბერძნეთის კალათბურთის ფედერაციას, კონტრაქტით გათვალისწინებული სრული თანხა გადაიხადოს. საერთაშორისო ფედერაციამ ბერძნებს პირობა წაუყენა - დავალიანება იანვრამდე უნდა დაფარულიყო, მაგრამ ეს არ მოხდა.

ახლა ბერძნები შეიძლება ამ პირობის უგულებელყოფისთვის დაისაჯონ. როგორც იქაური პრესა წერს, "ტრინკიერის საქმის" გამო საბერძნეთი, შესაძლოა, 2015 წლის ევრობასკეტს ჩამოაცილონ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული