საქართველოს მეტოქე საბერძნეთის ნაკრები შესაძლოა ევრობასკეტიდან მოხსნან

AutoSharing Option
სათაური მეტად ხმაურიანი გამოვიდა, თუმცა ჩვენ არაფერი მოგვიგონია. უკრაინულმა გამოცემა "აი-სპორტმა" ბერძნულ წყაროებზე დაყრდნობით გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც საბერძნეთის კალათბურთის ფედერაციის ვალზეა ლაპარაკი.

2013 წელს ელინებმა იტალიელ მწვრთნელ ანდრეა ტრინკიერის გაუფორმეს ორწლიანი, 220-ათასევროიანი კონტრაქტი, თუმცა ერთი წლის თავზე ნაკრების თავკაცად ფოტის კაცაკარისი დაინიშნა.

ტრინკიერიმ დათქმული დროის ნახევარი იმუშავა და მხოლოდ 50 ათასი ევრო მიიღო. ბერძნები თვლიან, რომ ანდრეას კიდევ 60 ათასი ეკუთვნის, ანუ ერთი წლის მუშაობისთვის განკუთვნილი თანხა. მწვრთნელი კონტრაქტით გათვალისწინებულ სრულ თანხას ითხოვს.

მოკლედ, ტრინკიერიმ სასამართლოს მიმართა, რომლის გადაწყვეტილებით, ბერძნებს
დავალიანება სრულად იანვრისთვის უნდა დაეფარათ, თუმცა ეს არ მოხდა. სწორედ ამიტომ გამოცემა "სპორტ 24" წერს, რომ საბერძნეთის ნაკრები შეიძლება, ევროპის ჩემპიონატიდან მოხსნან.

შეგახსენებთ, რომ ელინთა კრებული საქართველოს ნაკრების მეტოქეა. ეს გუნდები ერთმანეთს 8 სექტემბერს დაუპირისპირდებიან.

როგორც იტყობინებიან, საბერძნეთის ნაკრებში თამაშს ყველა ვარსკვლავი აპირებს და გუნდი ჩემპიონობის ფავორიტადაც იქცევა. რაც შეეხება ევრობასკეტიდან მოხსნას, ეს ერთგვარი მუქარა უნდა იყოს, თორემ ბერძნების ჩემპიონატიდან ერთი ხელის მოსმით მოცილება იოლი არ იქნება, ასეთ გუნდს იოლად არავინ შეელევა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ვალებსი მარტლა არიან გახვეული ,ეს კი არ ვიცი
mari
23:14 18-03-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული