ევროპის რანგით პირველ ტურნირზე "რეგულარული" ახალი ფორმატით ჩატარდება - 16 გუნდი ორწრიან ტურნირში მიიღებს მონაწილეობას. ისინი ერთმანეთს ორ-ორჯერ - შინ და გარეთ შეხვედებიან ერთმანეთს.
30 ტურისგან შემდგარი ჩემპიონატი 13 ოქტომბერს დაიწყება. ბოლო ტურის მატჩები 6-7 აპრილს ჩატარდება.
რეგულარული ჩემპიონატის რვა საუკეთესო გუნდი პლეი ოფში გავა. მეოთხედფინალური სერიები სამ მოგებამდე იქნება, რის შემდეგაც გაირკვევა "ოთხთა ფინალის" მონაწილეები.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"