სკანდალი ევრობასკეტზე: ბერძნები მსაჯების მოსყიდვას ცდილობდნენ

AutoSharing Option
საბერძნეთის ნაკრების წარმომადგენელი სტავროს ელინიადისი ევროპის ჩემპიონატის პირველი ჯგუფური ეტაპის მატჩში ჩერნოგორიის წინააღმდეგ, გერმანელი მსაჯის რობერტ ლოტერმოსერის მოსყიდვას ცდილობდა.

არბიტრმა შესაბამისი ზომები დაუყოვნებლივ მიიღო და FIBA Europe-ის მთავარი მსაჯის სახელზე მოხსენება დაწერა.

კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციამ საბერძნეთის კალათბურთის ფედერაციას მიმართა, რომელმაც მოსყიდვის ფაქტი უარყო და ამტკიცებს, რომ ეს მხოლოდ ზეწოლა იყო და არაფერი მეტი.

საბოლოოდ, FIBA-მ ბერძნები 15 ათასი ევროთი დააჯარიმა, ბერძნების წარმოამდგენელი კი აკრედიტირებული პირების რიცხვიდან ამოშალა. თუმცა თავისი გადაწყვეტილება არ გაუხმაურებია.

ხსენებულ სკანდალურ მატჩში ბერძნებმა 71:55 მოიგეს და ევრობასკეტის
მეორე ეტაპზე გავიდნენ, მაშინ როცა ჩერნოგორიელებმა С ჯგუფიდან გასვლა ვერ მოახერხეს და იძულებულნი გახდნენ, ჩემოდანი ჩაელაგებინათ.

მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით

Sportall.Ge

Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 3 /
გაუხმაურებელი "სკანდალი" რა სკანდალია და 15 ათასი ევრო - რა ჯარიმა? აგერ, მონიას რომ ჰკითხო, თითოეულ ქართველ ნაკრებელს პირველი ეტაპიდან გასვლისთვის 50 000 ევრო უკვე მიუღია. :)
ზეზვა
10:27 10-09-2011
0
არაფერსაც არ იზამენ მიაჩუმათებენ,უეფაც და ფიბაც დიდი შოუბიზნესკომპანიებია და არ აწყობთ სკანდალი,როცა არჩევნები აქვთ მაშინ ამოატივტივებენ ხოლმე სკანდალებს
დავითი (საბერძნეთი)
18:31 09-09-2011
0

სიახლეები პოპულარული