სერბები კონტინენტის პირველობაზე პირველ შეხვედრას 4 სექტემბერს, ლიტვის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებენ.
არადა, ცოტა ხნის წინ, სერბული პრესა წერდა იმის შესახებ, რომ მცველის აღდგენითი პროცესი წარმატებით დასრულდა, თუმცა ექიმებთან ტეოდოშიჩის გუშინდელი ვიზიტი ფატალური გამოდგა - კალათბურთელს ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლის უფლება არ მისცეს.
ასევე შეგახსენებთ, რომ ევრობასკეტისთვის გამოჯანმრთელება ვერ მოასწრო "ვალენსიას" ფორვარდმა ვლადიმირ ლუჩიჩმა, რომელმაც ჯერ კიდევ ორი კვირის წინ გამოაცხადა, რომ ვერ მოასწრებდა საჭირო კონდიციების აკრეფას.
ასე რომ,
მცველები: სტეფან მარკოვიჩი (უკლუბოდ), ნემანია ნედოვიჩი ("გოლდენ სტეიტი", NBA), დანილო ანჯუშიჩი ("ბოლონია", იტალია), ვასილიე მიჩიჩი, ნემანია კრსტიჩი (ორივე - "მეგა ვიზურა");
ფორვარდები: ნემანია ბიელიცა ("ფენერბაჰჩე", თურქეთი), ბოგდან ბოგდანოვიჩი ("პარტიზანი"), ნიკოლა კალინიჩი ("ვოივოდინა");
ცენტრები: ნენად კრსტიჩი (ცსკა, რუსეთი), რაშკო კატიჩი ("ცრვენა ზვეზდა"), ვლადიმირ შტიმაცი ("უნიკახა", ესპანეთი), ჯორჯე გაგიჩი ("ოსტენდე", ბელგია).
* * *
ევროპის ჩემპიონატი ჯერ არ დაწყებულა, აფრიკაში კი კონტინენტის პირველობა დასასრულს მიუახლოვდა. იქ უკვე გამოვლინდნენ ფინალისტები - ეგვიპტე და ანგოლა.
ეგვიპტელებმა ნახევარფინალში 70:63 დაამარცხეს სენეგალი, ანგოლას ნაკრებმა კი კოტ დ'ივუარს სძლია - 66:59.
ფინალის საგზურის მოპოვებით, ეგვიპტემ და ანგოლამ მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე თამაში გაინაღდეს. ეგვიპტელებისთვის ეს იქნება პლანეტის პირველი ჩემპიონატი 1990 წლის შემდეგ, ანგოლა კი 2002 წლიდან მოყოლებული, მსოფლიოს პირველობის უცვლელი მონაწილეა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ევრობასკეტი 2013: გუნდების საბოლოო განაცხადები