5 სექტემბერს ევროპის ჩემპიონატის C ჯგუფში, სადაც საქართველოს ნაკრები თამაშობს, სენსაცია მოხდა დღის ბოლოს - მასპინძელმა სლოვენიამ 78:69 დაამარცხა ჩემპიონატის უდავო ფავორიტი ესპანეთი.
ბოლო წუთებზე სლოვენიელებმა "გაქცევა" მოაწყვეს, როცა 11:1 მოიგეს და მატჩის ბედიც იქ გადაწყდა. სლოვენიის ნაკრები ერთადერთი დაუმარცხებელი გუნდია ჯგუფში.