ევრობასკეტი 2013: მაკედონიამ 2011 წელი გაიხსენა

AutoSharing Option
6 სექტემბერს ევრობასკეტზე განახევრებული ტური იყო - მატჩები გაიმართა მხოლოდ A და B ჯგუფებში.

მთავარი მოულოდნელობა იყო მაკედონიის გამარჯვება სერბეთთან, რომელმაც ჩემპიონატი ორი მოგებით დაიწყო...

A ჯგუფი

გერმანია 83
16:15, 14:24, 27:25, 26:24
უკრაინა 88
გ: შაფარციკი (22 +11 პასი), ბენცინგი (18+5 მოხსნა), გიფი (16), პლიაისი (3+11 მოხსნა).
უ: გლადირი (25), ჯეტერი (19+5 მოხსნა+6 პასი), ნატიაჟკო (16+5 მოხსნა).
ორქულიანები: 12/22 (54,5%) - 19/42 (45,2%)
სამქულიანები: 13/32 (40,6%) - 13/29 (44,8%)
საჯარიმოები: 20/24 (84,3%) - 11/16 (68,8%)
მოხსნები: 32-35. პასები: 19-14. შეცდომები: 13-6

გადამწყვეტი მომენტი: გერმანიის ნაკრებს მოგების რამდენიმე შანსი ჰქონდა, მაგრამ გამოცდილების ნაკლებობამ დააღალატა. ბოლო წუთებზე ამ გუნდმა კარგი კომბინაციები გაათამაშა, მაგრამ რამდენიმე იოლი ტყორცნა ააცილა.

მატჩის გმირი: სერგეი გლადირმა 25 ქულა დააგროვა. რითაც ორივე გუნდში ყველაზე შედეგიანი იყო. სწორედ ის გახლდათ მეოთხე მეოთხედში 6:0 გაქცევის მთავარ შემოქმედი, რის შემდეგაც, უკრაინამ დაიბრუნა კომფორტული უპირატესობა.

სტატისტიკა არ ტყუის: უკრაინამ მეტოქის შეცდომების შემდეგ, 21 ქულა დააგროვა, გერმანიამ - მხოლოდ ხუთი. გერმანელთა დაცვისთვის სიურპრიზი აღმოჩნდა უკრაინის კარგი კონტრშეტევები.

უკრაინის ნაკრებმა ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო და თითქმის გაინაღდა შემდეგ ეტაპზე თამაში, გერმანიამ კი პირველ ტურში საფრანგეთის სენსაციურად დამარცხების შემდეგ, ორი უმნიშვნელოვანესი მატჩი წააგო კონკურენტებთან.

მთელი თამაში გუნდები ერთმანეთს გაქცევებით პასუხობდნენ. თავიდან გერმანიას გამოუვიდა 10:0 სპურტი, რასაც უკრაინის ასევე ათი უპასუხო ქულა მოჰყვა. ამის შემდეგ, თამაში ქულა-ქულაში გაგრძელდა, სანამ მაიკ ფრატელოს გუნდი 11 ქულით არ გაექცა (13:2) მეტოქეს. ტაიმი უკრაინამ 39:30 მოიგო.

უკრაინელთა გაქცევა მესამე მეოთხედში გაგრძელდა. პუჰ ჯეტერის ორი სამქულიანითა და კირილ ნატიაჟკოს მონდომებით, კიდევ ერთი სათამაშო მონაკვეთი 9:0 დასრულდა და მესამე 10-წუთეულის დასრულებამდე ორწუთნახევრით ადრე, ანგარიშის 62:46 იყო - უკრაინის სასარგებლოდ.

ამის შემდეგ, გერმანელების ჯერი დადგა. მესამე მეოთხედის ბოლოსა და მეოთხეს ეოთხედის სტარტზე უკრაინის ფარი პერიმეტრიდან "დაიბომბა". ბოლო მეოთხედის წინ, უკრაინელთა უპირატესობა მხოლოდ შვიდი ქულა იყო, თუმცა გერმანია ამით არ დაკმაყოფილდა. ის მეთოდურად ამცირებდა ანგარიშის და საფინალო სირენამდე 3 წუთითა და 26 წამით ადრე, უკრაინის უპირატესობისგან ერთი ქულა დარჩა - 74:73. და სწორედ ამის შემდეგ იყო გლადირის კარგი თამაში, რომელზეც ზემოთ მოგიყევით.

ბელგია 76
23:19, 10:19, 22:17, 21:16
ბრიტანეთი 71
ბელ: მასო (15), მუკუბუ (13), ვან როსომი (12+5 მოხსნა+5 პასი), მორისი (11), ერველი (10+10 მოხსნა+5 შეცდომა).
ბრიტ: კლარკი (19+9 მოხსნა), ჰესონი (12), ეჩარა (12+5 შეცდომა), ლოურენსი (11).
ორქულიანები: 22/42 (52,4%) - 16/34 (47,1%)
სამქულიანები: 6/16 (37,5%) - 6/24 (25,0%)
საჯარიმოები: 14/21 (66,7%) - 21/31 (67,7%)
მოხსნები: 34-35. პასები: 17-9. შეცდომები: 18-15

გადამწყვეტი მომენტი: საფინალო სირენამდე ხუთი წუთით ადრე, ანგარიში თანაბარი იყო - 64:64. დარჩენილი დრო ბელგიამ 12:7 მოიგო და უკვე ორი გამარჯვება დაუგროვდა.

მატჩის გმირი: თამაში ბედი 34 წლის როელ მოორსმა გადაწყვიტა, რომელმაც ბოლო ხუთ წუთში შვიდი ქულის დაგროვება მოსწრო.

სტატისტიკა არ ტყუის: ორივე გუნდმა 66-67 პროცენტის სიზუსტით შეასრულა საჯარიმოები და ამის გამო ჰქონდა შეხვედრას დაძაბული ფინალი.

ბელგიამ ბოლო ორი დღის განმავლობაში ორი მატჩი მოიგო, თუმცა გუშინ, ძალიან გაუჭირდა ბრიტანეთის დამარცხება. პირველი ტაიმის შემდეგ, ბელგიელები ხუთი ქულით იყვნენ ჩამორჩენილები. მეორე ნახევარში ლიდერი 11-ჯერ შეიცვალა იქამდე, სანამ ბელგიამ 12:5 გაქცევა არ მოაწყო.

საფრანგეთი 82
20:14, 18:15, 27:14, 17:20
ისრაელი 63
ს: აჟინკა (13+6 მოხსნა), პარკერი (12+7 პასი), პეტრო (10+5 მოხსნა).
ი: კასპი (14), ელიაჰუ (14+5 მოხსნა).
ორქულიანები: 26/42 (61,9%) - 19/40 (47,5%)
სამქულიანები: 6/14 (42,9%) - 4/16 (25,0%)
საჯარიმოები: 12/14 (85,7%) - 13/14 (92,9%)
მოხსნები: 35-23. პასები: 21-14. შეცდომები: 17-15

გადამწყვეტი მომენტი: გერმანიასთან პირველ ტურში სენსაციური მარცხის შემდეგ, საფრანგეთი ასწორებს სატურნირო მდგომარეობას. ისრაელი პირველ ტაიმში ასე თუ ისე ეწინააღმდეგებოდა მეტოქეს და დიდი შესვენებისთვის ცხრა ქულა წააგო. ყველაფერი მეორე ტაიმის სტარტზე გადაწყდა, როცა ფრანგებმა ათი უპასუხო ქულა მოიპოვეს.

მატჩის გმირი: ზედიზედ მეორე მატჩია, ფრანგების რიგებში გამოირჩევა ალექსის აჟინკა. პირველ მეოთხედში მას შესანიშნავი მონაკვეთი ჰქონდა - ზედიზედ 10 ქულა დააგროვა, თავისი ჯამური 13 ქულა კი 17 წუთში მოიხვეჭა

სტატისტიკა არ ტყუის: საფრანგეთს დაპყრობილი ჰქონდა სამწიამიანი: ამ ზონიდან დაგროვილი ქულების ანგარიშია - 42:24.

თ მ წ ბ ქ
1. უკრაინა 3 3 0 220-207 6
2. საფრანგეთი 3 2 1 244-208 5
3. ბელგია 3 2 1 210-202 5
4. გერმანია 3 1 2 236-239 4
5. ბრიტანეთი 3 1 2 211-235 4
6. ისრაელი 3 0 3 201-231 3

B ჯგუფი

ჩერნოგორია 70
17:13, 20:21, 22:15, 11:27
ბოსნია 76
ჩ: დუბლიევიჩი (16+6 მოხსნა), რაისი (11+4 პასი+4 შეცდომა), სუად შეჰოვიჩი (5+14 მოხსნა).
ბ: ტელეტოვიჩი (18+11 მოხსნა), გორდიჩი (18+6 მოხსნა+4 პასი), სუტალო (13), ჯედოვიჩი (13+5 პასი), რაიტი (2+9 მოხსნა).
ორქულიანები: 16/39 (41%) - 19/48 (39,6%)
სამქულიანები: 8/29 (27,6%) - 9/21 (42,9%)
საჯარიმოები: 14/19 (73,7%) - 11/16 (68,8%)
მოხსნები: 48-41. პასები: 10-14. შეცდომები: 11-7

გადამწყვეტი მომენტი: ბოსნიის ნაკრებმა პირველი მატჩი მოიგო ჩემპიონატზე, თუმცა ახლოს იყო წაგებასთან. რომ არა ოთხი სამქულიანით მოწყობილი 13:4 გაქცევა, გამარჯვებას ჩერნოგორია მიაღწევდა.

მატჩის გმირი: ჩერნოგორიელთა მთელი ყურადღება დაცვაში მირზა ტელეტოვიჩისკენ იყო გადატანილი, მაგრამ ვერც მისი გაჩერება შეძლეს (18 ქულა+11 მოხსნა) და თან ნემანია გორდიჩის აქტიურობა გამოაპარათ. ამ მცველმა მეორე ტაიმში 17 ქულა დააგროვა.

სტატისტიკა არ ტყუის: ბოლო მეოთხედში ბოსნიამ ექვსი ბურთი დაცვაში ჩაჭრის შემდეგ ჩააგდო.

ჩერნოგორიამ ზედიზედ მეორე დასანანი მარცხი იწვნია. წინა დღეს, ის ბოლო წამებზე დამარცხდა ლატვიასთან, ახლა კი მესამე მეოთხედში მიღებული 10-ქულიანი უპირატესობა გაანიავა. ჩერნოგორიელები ბოლო 10-წუთეულშიც ინარჩუნებდნენ კომფორტულ სხვაობას, მაგრამ გორდიჩის შეჩერება ვერ შეძლეს და გაირთულეს საქმე შემდეგ ეტაპზე გასვლის მხრივ.

ლატვია 59
17:22, 14:17, 14:13, 14:15
ლიტვა 67
ლატ: კუკსიკსი (13), იანიჩენოკსი (11), ბლუმსი (11).
ლიტ: ვალანჩუნასი (11+10 მოხსნა) კალნიეტისი (9+6 პასი+4 შეცდომა), მოტეიუნასი (9+6 მოხსნა).
ორქულიანები: 12/30 (40,0%) - 18/37 (48,6%)
სამქულიანები: 8/31 (25,8%) - 5/12 (41,7%)
საჯარიმოები: 11/16 (68,8%) - 16/25 (64,0%)
მოხსნები: 26-48. პასები: 10-12. შეცდომები: 9-18

გადამწყვეტი მომენტი: საფინალო სირენამდე სამი წუთით ადრე, იონას მაჩიულისმა მარჯვენა კუთხიდან სამქულიანი ჩააგდო და თავის გუნდს შვიდქულიანი უპირატესობა მოუტანა. იქვე იონალ ვალანჩუნასმა ჯერ დაფარება შეასრულა და შემდეგ ორქულიანით პრაქტიკულად გადაწყვიტა მატჩის ბედი.

მატჩის გმირი: NBA-ის ლეგიონერებმა - ვალანჩუნასმა და დონატას მოტეიუნასმა მოედნის ორივე მხარეს ბრწყინვალედ ითამაშეს. ამ დუეტმა ჯამში 20 ქულა, 16 მოხსნა და ორი დაფარება მიითვალა.

სტატისტიკა არ ტყუის: ლიტვა დომინირებდა სამწამიანში. ამ ზონიდან მან 34 ქულა დააგროვა და მოხსნებში დაჩაგრა მეტოქე - 48:26.

ლატვია ორი მოგებით შეხვდა ბალტიისპირულ დერბის და ჯგუფის ფავორიტ ლიტვასთანაც უშანსოდ არ ყოფილა. არადა, ლატვიელებმა 31-დან მხოლოდ რვა სამქულიანი ჩააგდეს და პირწმინდად დათმეს ფარქვეშ ბრძოლა.

ლიტვამ პირველ ტაიმში კომფორტული უპირატესობა მოიპოვა, რაც მისი წინა ხაზის მოთამაშეების - ვალანჩუნასისა და მოტეიუნასის დამსახურებაა. მატჩში ყველაზე დიდი სხვაობა მესამე მეოთხედში დაფიქსირდა - 13 ქულა. სწორედ ამ დროს, იონას კაზლაუსკასმა თავისი გუნდის ლიდერები დაასვენა და სწორედ ამ დროს შეამცირა ლატვიამ სხვაობა შვიდ ქულამდე.

მატჩის ბედი იქამდე იყო გაურკვეველი, სანამ მაჩიულისმა სამქულიანით არ გაიბრწყინა. წაგების მიუხედავად, ლატვიამ ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა. საერთოდ კი ამ ჯგუფში ისეთი არეული სიტუაციაა, რომ არც ერთ გუნდს გარანტირებული არაფერი აქვს.

მაკედონია 89
29:17, 19:15, 22:13, 19:30
სერბეთი 75
მ: მაკალები (27), ანტიჩი (16+14 მოხსნა), ილიევსკი (16), გეჩევსკი (9+9 მოხსნა).
ს: ანჯუშიჩი (19), ბიელიცა (13+8 მოხსნა), ნედოვიჩი (11), ნენად კრსტიჩი (9+11 მოხსნა).
ორქულიანები: 19/36 (52,8%) - 16/40 (40%)
სამქულიანები: 9/26 (34,6%) - 7/25 (28%)
საჯარიმოები: 24/30 (80%) - 22/31 (71%)
მოხსნები: 48-36. პასები: 10-6. შეცდომები: 14-8

გადამწყვეტი მომენტი: გუნდები განსხვავებული განწყობით შეხვდნენ ამ მატჩს: სერბეთს ორი მოგება ჰქონდა, მაკედონიას - ორი წაგება. კრიტიკულ მდგომარეობაში ჩავარდნილმა მაკედონიამ დიდი აღმავლობით ითამაშა და ბოლო მეოთხედის წინ 25 ქულას იგებდა. სერბეთმა მეოთხე მეოთხედში ანგარიშის შემცირება დაიწყო და შეიძლებოდა სახიფათო მანძილზე მიახლოვებოდა მეტოქეს, მაგრამ ყველაფერი გადაწყვიტა 36 წლის ვეტერანი ტოდორ გეჩევსკის სამქულიანმა საფინალო სირენამდე სამწუთნახევრით ადრე.

მატჩის გმირი: ამ სტატუსს გეჩევსკიც იმსახურებს და ბო მაკალებიც, რომელმაც ამ ჩემპიონატში პირველად გაიბრწყინა - 27 ქულა დააგროვა.

სტატისტიკა არ ტყუის: მაკედონია ბევრ სათამაშო კომპონენტში გამოიყურებოდა კარგად, თუმცა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო მოხსნებში უპირატესობა: 48-36.

თ მ წ ბ ქ
1. ლიტვა 3 2 1 198-189 5
2. ლატვია 3 2 1 218-214 5
3. სერბეთი 3 2 1 215-212 5
4. მაკედონია 3 1 2 236-231 4
5. ჩერნოგორია 3 1 2 223-229 4
6. ბოსნია 3 1 2 218-233 4

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული