კინაღამ ჯგუფში ჩარჩა ფავორიტი ლიტვა - ბოსნიას ბალტიისპირელებთან მატჩში ოთხით მეტი ქულა რომ ჩაეგდო, შემდეგ ეტაპზე სწორედ ის გავიდოდა...
A ჯგუფი
ბრიტანეთი-უკრაინა 68:87
18:21, 13:27, 20:22, 17:17
ბ: ვან ოოსტრუმი (12+4 პასი), ეჩარა (12+5 მოხსნა), ლოურენსი (10).
უ: ნატიაჟკო (11), ზაიცევი (11+5 მოხსნა), ჯეტერი (10+4 პასი), მიშულა (10).
ორქულიანები: 14/31 (45,2%) - 23/40 (57,5%)
სამქულიანები:
საჯარიმოები: 13/20 (65%) - 11/14 (78,6%)
მოხსნები: 28-40. პასები: 14-15. შეცდომები: 14-20.
გადამწყვეტი მომენტი: მატჩის ბედი, პრაქტიკულად, პირველივე წუთებზე გადაწყდა, როცა მესამე წუთისთვის უკრაინა 9:2 გაიქცა და ამის შემდეგ ბრიტანეთი მუდმივად მდევრის როლში იყო.
მატჩის გმირი: მაიკ ფრატელო, რომელიც ამ ევრობასკეტზე შესანიშნავ კალათბურთს ათამაშებს თავის გუნდს. უკრაინელებმა ბრიტანეთთან კარგი გუნდური მოქმედება აჩვენეს და ამ გუნდის რვა კალათბურთელმა მოიპოვა მინიმუმ რვა ქულა.
სტატისტიკა არ ტყუის: უკრაინამ გააცამტვერა მეტოქე სამწამიან ზონაში - 40:16.
გერმანია-ისრაელი 80:76
12:20, 19:10, 22:19, 27:27
გ: შტაიგერი (15), გიუნტერი (15), პლიაისი (14+14 მოხსნა+2 დაფარება), ბენცინგი (12).
ი: კასპი (22+13 მოხსნა), ჰალპერინი (16+4 პასი), ელიაჰუ (16+11 მოხსნა), პნინი (10+5 მოხსნა).
ორქულიანები: 20/39 (51,3%) - 27/55 (49,1%)
სამქულიანები: 10/23 (43,5%) - 3/19 (15,8%)
საჯარიმოები: 10/18 (55,6%) - 13/17 (76,5%)
მოხსნები: 35-43. პასები: 11-16. შეცდომები: 14-14.
გადამწყვეტი მომენტი: მეორე მეოთხედში რვა ქულით ჩამორჩენის შემდეგ ლუკა შტაიგერმა სამქულიანი ჩააგდო და თავისი გუნდის 9:0 გაქცევას დაუდო სათავე. როგორც აღმოჩნდა, ეს იყო შეხვედრის გარდამტეხი მომენტი.
მატჩის გმირი: მართალია, გერმანელთა რიგებში 15 ქულით ყველაზე შედეგიანი პერ გიუნტერი იყო, მაგრამ უფრო შთამბეჭდავად მოჩანს ტიბორ პლიაისის სოლიდური ორმაგი დუბლი - 14 ქულა და 14 მოხსნა. თან ის აშკარად გუნდის ლიდერი იყო.
სტატისტიკა არ ტყუის: პირველ ტაიმში ისრაელმა ორი განსხვავებული მეოთხედი ჩაატარა: საწყის 10-წუთეულში 15-დან რვა ბურთი ჩააგდო, მეორეში - 19-დან მხოლოდ ოთხი. გერმანიამ ძალიან კარგად ითამაშა სამწამიანში და სხვა მატჩებშიც ასე რომ ემოქმედა, მეორე რაუნდის საგზურსაც გამოჰკრავდა ხელს.
ბელგია-საფრანგეთი 65:82
30:19, 16:15, 9:32, 10:16
ბ: ერველი (13), ვან როსომი (12+8 მოხსნა), ტაბუ (11).
ს: პარკერი (20+6 პასი), ლოვერნიე (14+6 მოხსნა), ჟელაბალი (13), დიაო (12+5 პასი).
ორქულიანები: 15/37 (40,5%) - 20/36 (55,6%)
სამქულიანები: 9/24 (37,5%) - 8/21 (38,1%)
საჯარიმოები: 8/14 (57,1%) - 18/26 (69,2%)
მოხსნები: 35-37. პასები: 12-20. შეცდომები: 14-9.
ა გ თ მ წ ბ ქ
1. საფრანგეთი 5 4 1 403-344 9
2. უკრაინა 5 4 1 378-352 9
3. ბელგია 5 2 3 344-371 7
4. გერმანია 5 2 3 390-396 7
5. ბრიტანეთი 5 2 3 360-396 7
6. ისრაელი 5 1 4 364-380 6
B ჯგუფი
ლატვია-მაკედონია 76:66
27:16, 22:20, 13:16, 14:14
ლ: იანიჩენოკსი (15+5 მოხსნა+5 პასი+3 ჩაჭრა), კ. ბერძინსი (15+9 მოხსნა), ბერტანში (12), მეიერსი (12+9 მოხსნა).
მ: ანტიჩი (16+5 მოხსნა), გეჩევსკი (11).
ორქულიანები: 23/40 (57,5%) - 11/26 (42,3%)
სამქულიანები: 7/22 (31,8%) - 6/18 (33,3%)
საჯარიმოები: 9/11 (81,8%) - 26/33 (78,8%)
მოხსნები: 41-25. პასები: 17-10. შეცდომები: 14-14.
გადამწყვეტი მომენტი: მარტინს მეიერსმა მეოთხე მეოთხედის სტარტზე ოთხ წუთში უმნიშვნელოვანესი სამი ბურთი ჩააგდო და მაკედონიას შეხვედრის შემოტრიალების შანსი არ დაუტოვა.
მატჩის გმირი: შეხვედრის დებიუტში კი ლატვიას კომფორტული უპირატესობა კასპარს ბერძინსმა მოუტანა, რომელსაც ერთი მოხსნა დააკლდა ორმაგ დუბლამდე - 15 ქულა და 9 მოხსნა. მატჩის სტარტზე მან სამწამიანიდან ჩააგდო, შეტევაში მოხსნა ბურთი და სამი სამქულიანი მოათავსა კალათში.
სტატისტიკა არ ტყუის: იმის გათვალისწინებით, რომ ლატვია პირველ ოთხ მატჩში მხოლოდ 26-პროცენტიანი სიზუსტით აგდებდა სამქულიანებს, გუშინდელი შედეგი (31.8) საკმაოდ მაღალია. თუმცა ბალტიისპირელებს აქცენტი სამწამიანიდან შეტევაზე ჰქონდათ გადატანილი და ამ ზონიდან 22 ქულა აიღეს.
ლიტვა-ბოსნია 72:78
18:18, 12:13, 16:19, 20:21
ლ: კლეიზა (20+10 მოხსნა), პოჩიუსი (14), კალნიეტისი (11+5 მოხსნა+6 პასი).
ბ: ტელეტოვიჩი (31+7 მოხსნა), ჯედოვიჩი (20+4 პასი+3 ჩაჭრა), კიკანოვიჩი (10).
ორქულიანები: 19/37 (51,4%) - 19/33 (57,6%)
სამქულიანები: 6/25 (24,0%) - 7/26 (26,9%)
საჯარიმოები: 16/24 (66,7%) - 19/26 (73,1%)
მოხსნები: 41-31. პასები: 9-13. შეცდომები: 11-9.
გადამწყვეტი მომენტი: ბოსნიის ნაკრებს მინიმუმ ათი ქულით მოგება სჭირდებოდა იმისთვის, რომ ჯგუფში ჩაეტოვებინა ლიტვა და თავად გასულიყო შემდეგ ეტაპზე, მაგრამ ბალტიისპირელები ლინას კლეიზამ გადაარჩინა, რომელმაც სირენამდე 51 წამით ადრე ჩააგდო სამქულიანი და სხვაობა ექვს ქულამდე შეამცირა.
მატჩის გმირი: კლეიზამ ამ ტურნირზე საუკეთესო მატჩი ჩაატარა. ის აუღელვებლად ატერორებდა ბოსნიელთა დაცვას და ჯამში 20 ქულას მოუყარა თავი. ასევე უნდა აღვნიშნოთ მირზა ტელეტოვიჩის ფანტასტიკური თამაში, რომელმაც 31 ქულა და შვიდი მოხსნა მიითვალა.
სტატისტიკა არ ტყუის: ბოსნიის მარცხის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია სათადარიგო მოთამაშეების მწირი მონაგარი - ექვსი ქულა.
ჩერნოგორია-სერბეთი 83:76
19:25, 15:12, 20:21, 29:18
ჩ: რაისი (12+4 პასი), ბიელიცა (11), დუბლიევიჩი (11), ა. პოპოვიჩი (10+6 პასი).
ს: ბოგდანოვიჩი (14+4 პასი), ბიელიცა (11).
ორქულიანები: 27/43 (62,8%) - 28/38 (73,7%)
სამქულიანები: 6/19 (31,6%) - 4/16 (25,0%)
საჯარიმოები: 11/11 (100%) - 8/14 (57,1%)
მოხსნები: 28-25. პასები: 15-15. შეცდომები: 9-11.
ა გ თ მ წ ბ ქ
1. სერბეთი 5 3 2 371-366 8
2. ლიტვა 5 3 2 347-337 8
3. ლატვია 5 3 2 365-360 8
3. ბოსნია 5 3 2 358-359 8
5. ჩერნოგორია 5 2 3 376-382 6
6. მაკედონია 5 1 4 356-369 6
C ჯგუფი
საქართველო-ესპანეთი 59:83
17:17, 12:24, 10:21, 20:21
ხორვატია-ჩეხეთი 70:53
16:17, 16:16, 15:9, 23:11
ხ: ტომიჩი (12+9 მოხსნა), ბოგდანოვიჩი (11), შარიჩი (11+5 მოხსნა), სიმონი (10), ზორიჩი (10+6 მოხსნა).
ჩ: პუმპრლა (19), ვესელი (11+11 მოხსნა), სატორანსკი (9+8 პასი).
ორქულიანები: 19/37 (52,8%) - 15/42 (35,7%)
სამქულიანები: 8/20 (40%) - 6/15 (40%)
საჯარიმოები: 8/14 (57,1%) - 5/21 (23,8%)
მოხსნები: 47-27. პასები: 12-13. შეცდომები: 18-9.
გადამწყვეტი მომენტი: მესამე მეოთხედის დასრულებამდე 6 წუთითა და 23 წამით ადრე ანგარიში თანაბარი იყო - 40:40, მაგრამ მომდევნო ოთხი წუთის განმავლობაში ჩეხეთმა მხოლოდ ოთხი ქულა ჩააგდო და მეტოქეს ათი ქულით დაწინაურების საშუალება მისცა - 54:44.
მატჩის გმირი: მესამე მეოთხედში დაცვაში სოლიდური თამაშის შემდეგ, ხორვატიას ბოლო მეოთხედში კარგი შეტევაც სჭირდებოდა და სწორედ ამ დროს, სცენაზე გამოვიდა დარიო შარიჩი, რომელმაც ორი სამქულიანი ჩააგდო და თავისი 11 ქულიდან რვა ბოლო წუთებში მოიპოვა.
სტატისტიკა არ ტყუის: ორივე გუნდმა პირველ ტაიმში 42 პროცენტის სიზუსტით ისროლა, მაგრამ მატჩის ბოლოსთვის ხორვატიამ ეს მაჩვენებელი 48 პროცენტამდე აიყვანა, ჩეხეთმა კი პირიქით, 37 პროცენტამდე დააქვეითა. გარდა ამისა, მოგებული გუნდი დომინირებდა ფარქვეშ ბრძოლაში - 47:27 მოხსნებში.
სლოვენია-პოლონეთი 61:71
17:19, 11:17, 14:17, 19:18
ს: ლორბეკი (13), .
პ: კელატი (21+4 პასი), გორტატი (19+12 მოხსნა).
ორქულიანები: 19/38 (50%) - 14/30 (46,7%)
სამქულიანები: 6/22 (27,3%) - 11/25 (44,0%)
საჯარიმოები: 5/10 (50%) - 10/12 (83,3%)
მოხსნები: 34-33. პასები: 8-17. შეცდომები: 15-13.
ა გ თ მ წ ბ ქ
1. ესპანეთი 5 4 1 369-269 9
2. ხორვატია 5 4 1 337-341 9
3. სლოვენია 5 3 2 347-344 8
4. ჩეხეთი 5 2 3 316-339 7
5. საქართველო 5 1 4 0 6
6. პოლონეთი 5 1 4 329-377 6
D ჯგუფი
საბერძნეთი-ფინეთი 77:86
23:22, 12:14, 12:21, 30:29
ს: ზისისი (19), სპანულისი (17), მავროკეფალიდისი (10+7 მოხსნა).
ფ: კოპონენი (29), მუურინენი (15+5 მოხსნა), კოტი (14+6 მოხსნა), ჰუფი (13).
ორქულიანები: 22/32 (68,8%) - 21/32 (63,6%)
სამქულიანები: 4/24 (16,7%) - 7/22 (31,8%)
საჯარიმოები: 21/27 (77,8%) - 23/34 (67,6%)
მოხსნები: 32-32. პასები: 15-11. შეცდომები: 13-10.
გადამწყვეტი მომენტი: ფინეთს ორი ვეტერანი ლიდერი აკლდა - ტეემუ რანიკო და ჰანო მოტოლა. მიუხედავად ამისა, სკანდინავიელებმა შესანიშნავი პირველი ტაიმი ითამაშეს: 12:4 გაიქცნენ და დიდი შესვენებისთვის 48:39 დაწინაურდნენ.
მატჩის გმირი: ვეტერანების არყოფნაში გაიბრწყინა პეტერი კოპონენმა, რომელმაც 29 ქულა დააგროვა. მან პერიმეტრიდან შვიდჯერ ისროლა და ხუთი ტყორცნა მოათავსა კალათში.
სტატისტიკა არ ტყუის: ფინეთმა 51-პროცენტიანი სიზუსტით ისროლა კალათში და ისევ აამოქმედა თავისი მთავარი იარაღი - სამქულიანები. საბერძნეთმა კი 24-დან მხოლოდ ოთხი შორეული ტყორცნა მოათავსა კალათში.
იტალია-შვედეთი 82:79
27:20, 16:28, 20:15, 19:16
ი: ჯენტილე (19+5 პასი+3 ჩაჭრა), არადორი (16+7 მოხსნა), ჩინჩარინი (12+6 მოხსნა), მელლი (11).
შ: ტეილორი (28+7 მოხსნა), ჟერებკო (21+8 მოხსნა).
ორქულიანები: 23/46 (50%) - 20/40 (50%)
სამქულიანები: 7/11 (63,6%) - 8/24 (33,3%)
საჯარიმოები: 15/18 (83,3%) - 15/18 (83,3%)
მოხსნები: 32-34. პასები: 15-15. შეცდომები: 12-9.
გადამწყვეტი მომენტი: მესამე მეოთხედის მიწურულს შვედეთი წინ იყო - 63:56, როცა იტალიამ 14:0 სპურტი განახორციელა და ამის წყალობით, წაუგებლად დაასრულა პირველი ეტაპი.
მატჩის გმირი: იტალიელთა გამარჯვების სულისჩამდგმელი იყო ალესანდრო ჯენტილე, რომელმაც 19 ქულა, 5 პასი და 3 ჩაჭრა დააგროვა.
სტატისტიკა არ ტყუის: იტალიამ თამაშიდან 52.6 პროცენტის სიზუსტით ისროლა, ხოლო სამქულიანების გამოყენების მაჩვენებელი ფანტასტიკური ჰქონდა - 63.3.
თურქეთი-რუსეთი 77:89
17:16, 23:23, 17:19, 20:31
თ: სავაში (18), გიონლუმი (17+6 მოხსნა), ილიასოვა (13+6 მოხსნა), არსლანი (12).
რ: კარასიოვი (25+5 მოხსნა), ანტონოვი (14+5 მოხსნა), პონკრაშოვი (13), სავრასენკო (12+5 მოხსნა).
ორქულიანები: 24/45 (53,3%) - 24/42 (57,1%)
სამქულიანები: 5/15 (33,3%) - 8/20 (40%)
საჯარიმოები: 14/21 (66,7%) - 17/20 (85,%)
მოხსნები: 31-34. პასები: 15-20. შეცდომები: 10-8.
ა გ თ მ წ ბ ქ
1. იტალია 5 5 0 391-339 10
2. ფინეთი 5 4 1 358-337 9
3. საბერძნეთი 5 3 2 392-350 8
4. შვედეთი 5 1 4 345-391 6
5. თურქეთი 5 1 4 355-398 6
6. რუსეთი 5 1 4 374-400 6
ევრობასკეტი 2013. II რაუნდი
E ჯგუფი
11 სექტემბერი
16:30 ლიტვა-საფრანგეთი
19:45 ლატვია-უკრაინა
23:00 ბელგია-სერბეთი
13 სექტემბერი
16:30 საფრანგეთი-ლატვია
19:45 ლიტვა-ბელგია
23:00 უკრაინა-სერბეთი
15 სექტემბერი
16:30 სერბეთი-საფრანგეთი
19:45 უკრაინა-ლიტვა
23:00 ლატვია-ბელგია
ა გ თ მ წ ბ ქ
1. საფრანგეთი 2 2 0 159-136 4
2. სერბეთი 2 2 0 143-127 4
3. ლიტვა 2 1 1 123-122 3
4. უკრაინა 2 1 1 129-134 3
5. ლატვია 2 0 2 130-147 2
6. ბელგია 2 0 2 122-140 2
F ჯგუფი
12 სექტემბერი
16:30 საბერძნეთი-ესპანეთი
19:45 სლოვენია-იტალია
23:00 ფინეთი-ხორვატია
14 სექტემბერი
16:30 ესპანეთი-ფინეთი
19:45 საბერძნეთი-სლოვენია
23:00 ხორვატია-იტალია
16 სექტემბერი
16:30 იტალია-ესპანეთი
19:45 ფინეთი-სლოვენია
23:00 ხორვატია-საბერძნეთი
ა გ თ მ წ ბ ქ
1. იტალია 2 2 0 143-116 4
2. ესპანეთი 2 1 1 137-118 3
3. სლოვენია 2 1 1 152-145 3
4. ხორვატია 2 1 1 116-142 3
5. ფინეთი 2 1 1 130-139 3
6. საბერძნეთი 2 0 2 149-167 2
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
საქართველო-ესპანეთი 59:83 - HASTA LUEGO EUROBASKET