ევრობასკეტი 2013. II ეტაპი. E ჯგუფი: ორი დარჩა გასარკვევი

AutoSharing Option
სამი შეხვედრა და დასრულდება ევრობასკეტის მეორე ჯგუფური ეტაპი.

გასარკვევია ორი დარჩენილი მეოთხედფინალისტის საკითხი, დღეისთვის კი ექვს გუნდს აქვს მოპოვებული პლეი ოფში თამაშის უფლება: სერბეთს, საფრანგეთს, ლიტვას, უკრაინას, ხორვატიასა და სლოვენიას...

E ჯგუფი
15 სექტემბერი
ლატვია–ბელგია 56:60
15:14, 17:18, 10:14, 14:14
ლ: ფრეიმანისი (10+11 მოხსნა).
ბ: მასო (14+3 დაფარება), მუკუბუ (13), ერველი (10+7 მოხსნა).
ორქულიანები: 15/39 (38,5%) - 18/41 (43,9%)
სამქულიანები: 5/29 (17,2%) - 5/13 (38,5%)
საჯარიმოები: 11/17 (64,7%) - 9/15 (60,0%)
მოხსნები: 44-38. პასები: 10-16. შეცდომები: 15-18.

გადამწყვეტი მომენტი: ბელგიის ნაკრებმა
მეორე ჯგუფურ ეტაპზე პირველ გამარჯვებას მიაღწია და ამით საქმე გაუფუჭა ლატვიას. ამ მატჩის შედეგი იმას ნიშნავდა, რომ შემდეგ ეტაპზე უკრაინის ნაკრები გავიდა. მატჩის გადამწყვეტი მომენტი 56:56-ზე დაფიქსირდა, როცა ბელგიამ 9:0 გაქცევა შეძლო.
მატჩის გმირი: ამ მოგების მთავარი შემოქმედი იყო ბელგიელი საშა მასო, ვინც ბრწყინვალედ ითამაშა დაცვაში და სოლიდური სტატისტიკაც ჰქონდა: 14 ქულა, 4 მოხსნა და 3 დაფარება.
სტატისტიკა არ ტყუის: ლატვიამ საკუთარ თავს უნდა დააბრალოს მარცხი, რადგან თამაშიდან მხოლოდ 29.4 პროცენტის სიზუსტით ისროლა. გარდა ამისა, ბელგიას შეტევაში 17 მოხსნა ააღებინა.

უკრაინა–ლიტვა 63:70
13:18, 17:14, 16:16, 17:22
უ: ჯეტერი (10+8 პასი), გლადირი (18+5 მოხსნა).
ლ: კლეიზა (15+5 მოხსნა), მოტეიუნასი (10).
ორქულიანები: 14/34 (41,2%) - 15/44 (34,1%)
სამქულიანები: 9/28 (32,1%) - 9/22 (40,9%)
საჯარიმოები: 8/11 (72,7%) - 13/20 (65%)
მოხსნები: 38-44. პასები: 18-15. შეცდომები: 11-9.

გადამწყვეტი მომენტი: უკრაინამ შეძლო მეოთხე მეოთხედის სტარტზე ჩამორჩენის გაბათილება და სირენამდე წუთით ადრე ერთ ქულას აგებდა - 63:64. მატჩის ბედი ლინას კლეიზას სამქულიანმა გადაწყვიტა. ამის შემდეგ მაქსიმ კორნიენკომ და სერგეი გლადირმა შორეული ტყორცნები ააცილეს, ბოლოს კი მაიკ ფრატელოს შეგირდებმა ხუთი წამის შეცდომაც დაუშვეს და თამაშის ბედი გადაწყვეტილი იყო.
მატჩის გმირი: კლეიზა ლიტვის ნაკრების ლიდერი იყო 15 ქულით, 5 მოხსნითა და 2 ჩაჭრით.
სტატისტიკა არ ტყუის: ლიტვამ შეტევაში 17 მოხსნა აიღო, თან საკმაოდ სუფთად ითამაშა და მხოლოდ 9 შეცდომა დაუშვა.

სერბეთი–საფრანგეთი 77:65
19:17, 19:14, 22:20, 17:14
სერ: ნენად კრსტიჩი (19+4 პასი), ნედოვიჩი (17), ბოგდანოვიჩი (14+5 მოხსნა).
საფ: დიაო (12+5 მოხსნა), აჟინკა (12+2 დაფარება), დე კოლო (12), ბატუმი (12+7 მოხსნა+2 დაფარება), პარკერი (10+5 პასი).
ორქულიანები: 23/43 (53,5%) - 22/48 (45,8%)
სამქულიანები: 7/17 (41,2%) - 2/14 (14,3%)
საჯარიმოები: 10/21 (47,6%) - 15/23 (65,2%)
მოხსნები: 41-34. პასები: 11-12. შეცდომები: 14-10.

გადამწყვეტი მომენტი: საფრანგეთის ნაკრებმა მესამე მეოთხედის ბოლოს ზედიზედ შვიდი ქულა აიღო და 12-ქულიანი ჩამორჩენა ხუთ ქულამდე დაიყვანა, მაგრამ ნემანია ნედოვიჩმა ზედიზედ ორი სამქულიანი ჩააგდო და ბოლო მეოთხედის წინ თავის გუნდს კომფორტული 9-ქულიანი უპირატესობა მოუტანა.
მატჩის გმირი: ნენად კრსტიჩი კვლავ საუკეთესო იყო სერბების რიგებში. მან ამჯერად 19 ქულა, ოთხი მოხსნა და ამდენივე შედეგიანი პასი მიითვალა.
სტატისტიკა არ ტყუის: სერბეთის ნაკრებმა ბრწყინვალე პროცენტით ისროლა ორქულიანები და შორეული ტყორცნები და ამით გადაფარა საჯარიმოების გამოყენების საშინელი პროცენტი (47.6).

ა გ თ მ წ ბ ქ
1. ლიტვა 5 4 1 355-314 9
2. საფრანგეთი 4 3 1 323-303 7
3. სერბეთი 4 3 1 294-278 7
4. უკრაინა 5 2 3 325-364 7
5. ლატვია 5 1 4 362-360 6
6. ბელგია 5 1 4 318-358 6

F ჯგუფი
ესპანეთი–ფინეთი 82:56
18:15, 24:15, 15:11, 25:12
ე: კალდერონი (23+5 პასი), კლავერი (12+7 მოხსნა).
ფ: კოპონენი (17+5 მოხსნა+4 პასი+3 ჩაჭრა), ლი (12+6 მოხსნა).
ორქულიანები: 20/37 (54,1%) - 14/35 (40,0%)
სამქულიანები: 10/21 (47,6%) - 6/27 (22,2%)
საჯარიმოები: 12/18 (66,7%) - 10/10 (100%)
მოხსნები: 43-28. პასები: 20-10. შეცდომები: 15-13.

გადამწყვეტი მომენტი: ესპანეთის ნაკრებმა მესამე მეოთხედის ბოლოს მოიპოვა ინიციატივა, მესამე მეოთხედი კი 8:0 გაქცევით დაიწყო და 20-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა - 50:30.
მატჩის გმირი: ხოსე კალდერონმა საუკეთესო მატჩი ჩაატარა ამ ევრობასკეტზე. მან თამაშიდან 10-ჯერ ისროლა და რვა ბურთი მოათავსა კალათში, მათ შორის, შვიდიდან ხუთი სამქულიანი ჩააგდო. სულ მის ანგარიშზე 23 ქულა და 5 პასი მოდის.
სტატისტიკა არ ტყუის: ორივე გუნდმა პირველ 30 წუთში 12-12 შეცდომა დაუშვა, თუმცა ამის ხარჯზე ესპანეთმა 18 ქულა აიღო, ფინეთმა - მხოლოდ ექვსი. პირინეელები ასევე დომინირებდნენ ფარქვეშ და მეორე ტემპით შეტევებისას 20 ქულა აიღეს, სკანდინავიელების ანალოგიური მონაგარი კი ოთხი ქულა იყო.

საბერძნეთი–სლოვენია 65:73
13:26, 14:17, 19:19, 19:11
საბ: სპანულისი (21+8 მოხსნა), ცისისი (13).
სლოვ: გ. დრაგიჩი (28+5 მოხსნა+4 პასი), ზ. დრაგიჩი (11+5 მოხსნა), ლაკოვიჩი (10).
ორქულიანები: 11/35 (31,4%) - 14/43 (32,6%)
სამქულიანები: 4/18 (22,2%) - 8/22 (36,4%)
საჯარიმოები: 31/38 (81,6%) - 21/29 (72,4%)
მოხსნები: 39-47. პასები: 6-11. შეცდომები: 11-11.

გადამწყვეტი მომენტი: საბერძნეთის ნაკრებმა სასწაული მოახდინა, როცა 24-ქულიანი დეფიციტი ექვს ქულამდე დაიყვანა - 62:68. სწორედ ამ დროს მირზა ბეგიჩმა ჩაჭრა ვასილის სპანულისის პასი და გორან დრაგიჩს ორქულიანი ჩააგდებინა. საფინალო სირენამდე 41 წამით ადრე სლოვენია რვა ქულით გავიდა წინ - 70:62.
მატჩის გმირი: თამაშის სტარტიდან 6 წუთისა და 49 წამის შემდეგ სლოვენიას 11 ქულა ჰქონდა მოპოვებული და ყველა გორან დრაგიჩის ანგარიშზე იყო. მატჩის პირველი 25 წუთი სლოვენია დომინირებდა მოედანზე და ამაში წვლილი სწორედ "ფინიქსის" გამთამაშებელს მიუძღვის. საერთო ჯამში, მის ანგარიშზეა 28 ქულა, 5 მოხსნა და 4 პასი.
სტატისტიკა არ ტყუის: ამ მატჩამდე საბერძნეთი მეორე ადგილზე იყო ევრობასკეტზე, შედეგიანობის მაჩვენებლით - საშუალოდ შეხვედრაში 78.5 ქულა და ორქულიანების რეალიზაციის 57.3 პროცენტი, მაგრამ სლოვენიასთან მატჩის პირველ მეოთხედში თამაშიდან 11-დან მხოლოდ ორი ბურთი ჩააგდო, კატასტროფულ პირველ ტაიმში კი ტყორცნების 28 პროცენტი მოათავსა კალათში.

ხორვატია–იტალია 76:68
8:17, 23:19, 26:9, 19:23
ხ: ბოგდანოვიჩი (18), უკიჩი (13), სიმონი (14+5 მოხსნა), დრეიპერი (12).
ი: დატომე (24+7 მოხსნა), არადორი (12).
ორქულიანები: 17/40 (42,5%) - 19/41 (46,3%)
სამქულიანები: 9/24 (37,5%) - 5/18 (27,8%)
საჯარიმოები: 15/20 (75%) - 15/21 (71,4%)
მოხსნები: 42-34. პასები: 10-9. შეცდომები: 12-12.

გადამწყვეტი მომენტი: ხორვატიამ პირველ 14 წუთში მხოლოდ 11 ქულა დააგროვა. იტალიის ნაკრები ორმეოთხედნახევარი აკონტროლებდა მატჩის მსვლელობას, მაგრამ საშინელი მესამე მეოთხედი ჩაატარა, რომელიც 9:26 წააგო. თამაშში გარდატეხა ბოგდან ბოგდანოვიჩმა და კრუნოსლავ სიმონმა შეიტანეს, რომლებმაც ორ-ორი სამქულიანი ჩააგდეს და 31:36 ჩამორჩენა 49:43 ლიდერობად აქციეს.
მატჩის გმირი: სიმონი ბრწყინვალედ მოქმედებდა მესამე მეოთხედში, რომლის მოგებით ხორვატიამ თამაშში გარდატეხა შეიტანა, მაგრამ იტალიას გადამწყვეტი დარტყმა ბოგდანოვიჩმა მიაყენა, როცა საფინალო სირენამდე 3 წუთითა და 28 წამით ადრე სამქულიანი ჩააგდო და თავისი გუნდის უპირატესობა რვა ქულამდე გაზარდა - 70:62.
სტატისტიკა არ ტყუის: ხორვატიამ მესამე მეოთხედში თამაშიდან 16 ტყორცნა შეასრულა და ათჯერ ზუსტი იყო. გარდა ამისა, ამ 10-წუთეულში ხორვატთა პირველი ხუთი სამქულიანიდან ოთხმა მიაღწია მიზანს. იტალიამ კი დროის ამ მონაკვეთში კოშმარულად ითამაშა - 14-დან მხოლოდ ორი ზუსტი ტყორცნა და ოთხი შეცდომა ჰქონდა.

ა გ თ მ წ ბ ქ
1. სლოვენია 4 3 1 309-287 7
2. ხორვატია 4 3 1 280-273 7
3. ესპანეთი 4 2 2 294-253 6
4. იტალია 4 2 2 288-276 6
5. საბერძნეთი 4 1 3 293-315 5
6. ფინეთი 4 1 3 249-309 5

ბოლო ტური: ხორვატია-საბერძნეთი (16:30), იტალია-ესპანეთი (19:45), ფინეთი-სლოვენია (23:00).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ევრობასკეტი 2013. II ეტაპი. E ჯგუფი: უკრაინული სენსაცია
მკითხველის კომენტარები / 2 /
მარტალი ხარ,გეთანხმები.ეგ ხუხაშვლი კიდე ანგელოზია მინაშვილთან შედარებით!!!!მაგის კომენტარის დროს საერთოდ ხმას ვთიშავ,ნერვები აღარ მყოფნის მაგის მოსასმენად!!თან კონკურსებს ატარებს და მომავალ კომენტატორებ თვითონ არჩევს!:)ვიღაცამ მინაშვილს კომენტატორობა დააბრალა...
erosi
17:26 16-09-2013
0
ეს ჯამლეტ ხუხაშვილი ბრეჟნევია? ჯერ კიდევ XX საუკუნის 70-იან წლებშია ჩარჩენილი. გუშინ ვუყურე მის რეპორტაჟს და ასეთი გოიმობაა?! ეს კაცი თურმე იმიტომ გულშემატკივრობს ჩემპიონატზე სერბეთს, რომ ჩვენ ამხანაგურ მატჩში მოვუგეთ და მერე სათქმელი ხომ უნდა ჰქონდეს აი! რა მაგრები ვართ ჩვენ, ქართველები. ასევე სლოვენიას და ხორვატიას, რომ თქვას, თუ ტოლი როგორ არ დავუდეთ თამაშში.ხომ უნდა იტრაბახოს. სამწუხარო კიდევ ის არის, რომ სხვა, მისი ახალგაზრდა კოლეგები არაფრით ჩამოუვარდებიან მას. ხორვატიათან წაგების მერე კომენტატორი იმას, რომ იტყვის, ჯგუფიდან ჩვენ გუნდს უკეთესი გასვლის შანსი აქვს, ვიდრე ხორვატიასო, რა უნდა ელაპარაკო...
ynwa
10:30 16-09-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული