3 ვარსკვლავის მეგა-შეხვედრები მეოთხე სათამაშო დღეს [VIDEO]

AutoSharing Option
ევრობასკეტის მე-4 საშეჯიბრო დღეს სამმა მთავარმა ფავორიტმა: საბერძნეთმა, სლოვენიამ და სერბეთმა, შეხვედრები გამართა.

სლოვენია გერმანიას დაუპირისპირდა და 88:80 დაამარცხა.

სლოვენიელთა მხრიდან ლუკა დონჩიჩმა თავი 36 ქულით, 10 მოხსნით, 4 შედეგიანი გადაცემითა და 1 დაფარებით გამოიჩინა.

ლუკას მხარი გორან დრაგიჩმა აუბა. "ჩიკაგო ბულზის" კალათბურთელმა 18 ქულა, 2 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა მიითვალა.

გერმანელების შემადგენლობიდან დენის შროდერმა 19 ქულა და 5 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.

ამრიგად, ორივე გუნდს 3 მოგება და 1 წაგება აქვს. გერმანელები მეხუთე და ჯგუფურ ეტაპზე ბოლო
შეხვედრას უნგრეთის წინააღმდეგ ჩაატარებენ (22:20 სთ), სლოვენიელები კი ფრანგებს დაუპირისპირდებიან (19:15 სთ).


სერბეთი ისრაელს დაუპირისპირდა და 89:78 დაამარცხა.

ნიკოლა იოკიჩმა გუნდს 29 ქულა, 11 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა, 4 ჩაჭრა და 2 დაფარება შესძინა.

"დენვერ ნაგეტსის" ლიდერს მხარი ვასილი მიჩიჩმა აუბა. "ანადოლუ ეფესის" ერთ-ერთმა წამყვანმა მოთამაშემ 19 ქულა, 3 მოხსნა და ამდენივე შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

ისრაელის ნაკრების შემადგენლობიდან იამ მადარმა 20 ქულა, 4 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა დააგროვა.

სერბეთი 4 მოგებითა და 0 წაგებით D ჯგუფის ლიდერია. შემდეგ შეხვედრას ხვალ, 8 სექტემბერს, პოლონეთთან გამართავს (23:00 სთ). ისრაელი 2 მოგებითა და ამდენივე წაგებით მე-3 ადგილს იკავებს, მომდევნო მატჩს კი ასევე ხვალ, ჩეხეთის წინააღმდეგ ჩაატარებს (19:30 სთ).


საბერძნეთი უკრაინას შეხვდა და 99:79 დაამარცხა.

ბერძნების მხრიდან იანის ანტეტოკუნმპომ 27 წუთში 41 ქულა, 9 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა დააგროვა.

"მილუოკი ბაქსის" ლიდერს მხარი ნიკ კალატესმა აუბა, რომელმაც თავი 13 ქულით, 5 მოხსნითა და 7 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.

უკრაინელების შემადგენლობიდან სვი მიხაილუკმა და ისუფ სანონმა თანაბარი, 16-16 ქულა ჩააგდეს.

ამრიგად, ბერძნები 4 მოგებითა და 0 წაგებით C ჯგუფში პირველ ადგილს იკავებენ. შემდეგ მატჩს ხვალ, 8 სექტემბერს, ესტონეთის წინააღმდეგ ჩაატარებენ (19:00 სთ). უკრაინელები 3 გამარჯვებითა და 1 მარცხით მე-2 პოზიციაზე იმყოფებიან, ხვალ კი ხორვატებს შეხვდებიან (16:15 სთ).

მკითხველის კომენტარები / 2 /
ლუკა დონჩიჩი მაგარი ბიჭია❤️
მარი
12:49 07-09-2022
0
წინა ევრობასკეტის მერე, ისრაელსაც დიდი პროგრესი აქვს და უკრაინასაც,ჩვენ პირიქით რეგრესი!!!
ირაკლი
12:27 07-09-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული