ევრობასკეტი 2013: ევროპარკერი - საფრანგეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონია! [VIDEO]

AutoSharing Option
ევრობასკეტი 2013. ფინალი
22 სექტემბერი
საფრანგეთი-ლიტვა 80:66
19:22, 31:12, 18:16, 12:16
ს: პარკერი (12), ჟელაბალი (7), ბატუმი (17 + 6 მოხსნა), დიაო (15 + 5 მოხსნა + 4 პასი), აჟინკა (4 + 10 მოხსნა), პეტრო (8), პიეტრუსი (6), დიო (5), დე კოლო (4 + 6 მოხსნა), ლოვერნი (2), უერტელი, კაუდი.
ლ: კალნეიტისი (19), სეიბუტისი (10), მაციულისი (7 + 6 მოხსნა), კლეიზა (20 + 5 მოხსნა), დ. ლავრინოვიჩი (7), პოციუსი (3), იავტოკასი, ვალანჩიუნასი, კუზმინსკასი, მოტეიუნასი.
ორქულიანები: 29/50 (58,0%) - 15/34 (44,1%)
სამქულიანები:
5/21 (23,8%) -7/20 (35,0%)
საჯარიმოები: 7/7 (100%) - 15/19 (78,9%)
მოხსნა: 42-25; პასი: 16-9; შეცდომა: 9-10

გადამწყვეტი მომენტი: ლიტვა 29:27-ს იგებდა, როცა 16-ქულიანი ლინას კლეიზა სათადარიგოთა სკამზე დაჯდა. სწორედ ამის შემდეგ "იფეთქა" ნიკოლა ბატუმმა, რომელმაც 21:3 გაქცევისას 8 ქულა ჩააგდო და საფრანგეთს პირველი ტაიმი 50:34 მოაგებინა. მეორე ნახევარში ლიტვა მხოლოდ 14 ქულით მიუახლოვდა ევროპის მომავალ ჩემპიონს.
მატჩის გმირი: არაეფექტურად ჩატარებული ნახევარფინალის შემდეგ ნიკოლა ბატუმმა დიდი როლი ითამაშა ლიტვის დამარცხებაში. მან 17 ქულა ჩააგდო.
სტატისტიკა არ ტყუის: საფრანგეთმა თამაშიდან 47.9 პროცენტის სიზუსტით სტყორცნა, ჰქონდა მხოლოდ 9 შეცდომა და ლიტვა მოხსნებში 42:25 დაჯაბნა...

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

საფრანგეთის ნაკრები საქართველოს ამხანაგურად რომ ეთამაშა, მაშინ დავწერეთ: ევროპის ჩემპიონატის ფავორიტებთან დავმარცხდითო.

საფრანგეთის ნაკრებში მართლაც ორი თანაბარი ხუთეული იყო, რომელსაც შეეძლო ზედიზედ რამდენიმე მატჩი ისე ჩაეტარებინა, რომ გუნდს ოდნავი გადაღლა არ შემჩნეოდა. ფრანგები დამსახურებულად გავიდნენ ევრობასკეტის ფინალში და ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, რომ მათ კიდევ შეეძლოთ მომატება.

რას ვგულისხმობთ? ახლავე მოგახსენებთ: ნახევარფინალში საფრანგეთი ევროპის მოქმედ ჩემპიონ ესპანეთს შეხვდა, რომელსაც შემადგენლობის მიხედვით თავისუფლად შეეძლო ევრობასკეტის მოგება. ფრანგებთან 14 ქულის სხვაობითაც იგებდა, მაგრამ ეს არ მოეწონა ტონი პარკერს, რომელსაც NBA-შიც არაერთი მატჩის ბედი გადაუწყვეტია თავის სასარგებლოდ - ესპანეთთან თამაში საკუთარ თავზე აიღო, 32 ქულა ჩააგდო და "ლურჯები" ფინალში გაიყვანა.

ლიტვასთან ფინალურ შეხვედრაში ფრანგებს თამაშის გაუმჯობესება, უპირველესად, სწორედ პარკერის ხარჯზე შეეძლოთ, მაგრამ ვენსან კოლეს გუნდს ეს არ დასჭირდა: პარკერი რიგით კალათბურთელად მოგვევლინა, იგი უნარიანად წარმართავდა თანაგუნდელთა შეტევებს, დაცვაშიც მტკიცედ იდგა, დამაგვირგვინებელ ფაზაში კი თანაგუნდელებს უფრო ენდობოდა, საფრანგეთის ნაკრები ხომ მისი ზუსტი ტყორცნების გარეშეც საკმარისი სხვაობით ამარცხებდა ლიტვას.

ესპანეთთან ჩაგდებული შეხვედრის შემდეგ საკუთარი შესაძლებლობები პირველ ტაიმშივე გამოამჟღავნა ნიკოლა ბატუმმა, რომელიც სამქულიანს სამქულიანზე აგდებდა და ფარქვეშ შესვლებსაც ზუსტი ტყორცნებით ამთავრებდა.

მეორე ნახევარში ესტაფეტა გამოცდილმა ბორის დიაომ გადაიბარა და ლიტველებს არათუ გათანაბრების, 10 ქულით მიახლოების უფლებაც არ მისცა.

მიუხედავად იმისა, რომ ფრანგებს ჩიკაგოელი ცენტრი იოაკიმ ნოა აკლდათ, მაინც დამაჯერებლად იმარჯვეს ფარქვეშ, რაც საბოლოოდ მატჩის მოგების საწინდარი გახდა.

სხვათა შორის, "ლურჯებს" საქართველოსთან ამხანაგურ მატჩშიც სოლიდური უპირატესობა ჰქონდათ სამწამიან ზონაში, არა რომელიმე ნომინალური ცენტრის, არამედ გუნდური და სწრაფი თამაშის ხარჯზე. როცა მოხსნებში 42:25-ს იგებ, იქ საბოლოო გამარჯვებულთან დაკავშირებით კითხვები არ უნდა გაჩნდეს - საფრანგეთმა ლიტვა ფარქვეშ არ გააჭაჭანა.

მოკლედ, ტონი პარკერის თანაგუნდელებმა ევროპის ჩემპიონატი დამსახურებულად მოიგეს. მიუხედავად იმისა, რომ მათ საკალათბურთო ისტორიის "პალეოლითშიც" კარგი გუნდი ჰყავდათ, ჩემპიონობას 2013 წლის 22 სექტემბრამდე მოთმინებით ელოდნენ. საფრანგეთის ნაკრები ფინალში 1947 და 2011 წლების ევრობასკეტებზე იყო, თუმცა ორივეჯერ მეორე ადგილს დასჯერდა.

თავის მხრივ, ლიტვას მეოთხედ გაჩემპიონების შანსი ჰქონდა, მაგრამ იგი ფრანგებს გაატანა.

ევროპის პირველობის ორგანიზატორებმა შეჯიბრების საუკეთესო კალათბურთელად აწ უკვე ევროპის ჩემპიონი ტონი პარკერი დაასახელეს. იგი ევრობასკეტის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა: გორან დრაგიჩი (სლოვენია), ტონი პარკერი (საფრანგეთი), ბოიან ბოგდანოვიჩი (ხორვატია), ლინას კლეიზა (ლიტვა) და მარკ გასოლი (ესპანეთი).

III ადგილისთვის
ესპანეთი-ხორვატია 92:66
23:18, 24:18, 16:12, 29:18
ე: რუბიო (6 + 6 პასი), კალდერონი (8), ფერნანდესი (8), კლავერი (16 + 6 მოხსნა + 3 დაფარება), გასოლი (17 + 8 მოხსნა) ლული (21), სან ემეტერიო (5 + 5 მოხსნა), გაბრიელი (5), რეი (4), როდრიგესი (2), აგილარი (0).
ხ: უკიჩი (12 + 4 პასი), სიმონი (3), ბოგდანოვიჩი (22), სარიჩი (6), ტომიჩი (1) ზორიჩი (8 + 6 მოხსნა), დრაპერი (5 + 4 პასი), რუდესი (5), დელასი (2), ანდრიჩი (2).
ორქულიანები: 18/36 (50%) - 18/36 (50%)
სამქულიანები: 12/24 (50%) - 8/21 (38,1%)
საჯარიმოები: 20/26 (76,9%) - 6/9 (66,7%)
მოხსნა: 36-29; პასი: 20-14; შეცდომა: 7-14

გადამწყვეტი მომენტი: მეორე პერიოდიდან მოყოლებული, ესპანელებმა სოლიდური უპირატესობა მოიპოვეს, 47:36 დაწინაურდნენ და მას მერე ხორვატებისთვის თამაშის შემოტრიალების შანსი არ მიუციათ.
მატჩის გმირი: სერხიო ლული ესპანელთა სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო მატჩში და დიდი როლი ითამაშა გუნდის წარმატებაში. მის ანგარიშზე 21 ქულაა.
სტატისტიკა არ ტყუის: ესპანეთმა სწრაფი შეტევით 13 ქულა მოაგროვა, ხორვატების შეცდომების გამოყენების შედეგად - 17 ქულა, ხოლო შეტევების მეორე ფაზაში დასრულებით - 17 ქულა. ამ სამი მაჩვენებლის მიხედვით, ხორვატებმა მხოლოდ 16 ქულა ჩააგდეს.

V ადგილისთვის
21 სექტემბერი
სლოვენია-უკრაინა 69:63
16:23, 24:13, 14:8, 15:19
ს: გ. დრაგიჩი (19 + 7 მოხსნა + 4 პასი), ბლაჟიჩი (9), ზ. დრაგიჩი (6 + 6 მოხსნა), ნახბარი (9), ბეგიჩი (4 + 6 მოხსნა) მურიჩი (9), ვიდმარი (8), ბალაჟიჩი (3), სლოკარი (2), იოსკიმოვიჩი, ლაკოვიჩი, ლორბეკი.
უ: ჯეტერი (12 + 5 მოხსნა + 4 პასი), გლადირი (6 + 3 ჩაჭრა), ლიპოვოი (10), კორნიენკო (3 + 7 მოხსნა), ნატიაჟკო (9 + 7 მოხსნა) ზაიცევი (12), მიშულა (4), პუსტოზვონოვი (3), გლებოვი (2), პუსტოვოი (2).
ორქულიანები: 18/39 (46,2%) - 16/37 (43,2%)
სამქულიანები: 8/26 (30,8%) - 6/22 (27,3%)
საჯარიმოები: 9/14 (64,3%) - 13/21 (61,9%)
მოხსნა: 48-34; პასი: 12-10; შეცდომა: 16-12

VII ადგილისთვის
სერბეთი-იტალია 76:64

27:11, 14:16, 14:17, 21:20
ს: მარკოვიჩი (12), ნედოვიჩი (12 + 4 პასი), ბოგდანოვიჩი (7 + 9 მოხსნა), ბიელიცა (12 + 10 მოხსნა + 4 პასი + 4 შეცდომა), კრსტიჩი (17), მიჩიჩი (8), შტიმაცი (5), კალინიჩი (3 + 5 მოხსნა), ანჯუჟიჩი, კატიჩი, გაგიჩი.
ი: ჩინჩარინი (11 + 5 მოხსნა + 6 პასი), ბელინელი (8), არადორი (3), დატომე (19), კაზინი (8), ჯენტილე (14), მელი (1) ვიტალი, დინერი, პოეტა.
ორქულიანები: 18/35 (51,4%) - 11/35 (31,4%)
სამქულიანები: 9/19 (47,4%) - 9/21 (42,9%)
საჯარიმოები: 13/20 (65,0%) - 15/20 (75,0%)
მოხსნა: 42-26; პასი: 15-12; შეცდომა: 15-8

ეს შეხვედრა წყვეტდა ევროპის მეშვიდე გუნდის ვინაობას, რომელიც 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშებდა (ესპანეთში გასამართ მუნდიალზე). იტალიამ კიდევ ერთი შანსი გაუშვა მსოფლიოზე მოხვედრისა და რჩება "მწვანე ბარათის" იმედად.

როგორც ვარაუდობენ, ეს ბარათი ევროპის ორ გუნდს გადაეცემა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ვეთანხმები მურტალოს სრულად
lsd
23 სექტემბერი 2013 15:26
0
ჩვენი ჯგუფის სამივე გუნდ არათუ პლეიოფში გავიდა, საეთო ჯამში სამივე ხუთეულში მოხვდა და მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის უფლება მოიპოვა...ხორვატიასთან მართლაც შემთხვევით წავაგეთ, სლოვენიასთან მსაჯებმა დაგვჩაგრეს და მაინც წკიპზე იყო თამაშის ბედი...ლიტვას ხომ ამხანაგურში ოვერტაიმი ვეთამაშეთ...ყველაფერი ეს ბიჭებთან ერთად კოკოშკოვის დამსახურებაა...ეს მწვრთნელი ნბა-ს არაერთ გუნდში აყენებდა და აყენებს დაცვას და ძირუთადად დაცვის კოორდინატორია...ჩვენც ძირითადად კარგი დაცვის ხარჯზე ვაღწევდით წარმატებას...აზრი კი ერთია: კოკოშკოვი გასაშვები მწვრთნელი არაა!...ვინც გასაშვებია იმას მიხედეთ ხალხო, ცოდვაა ქართული ფეხბურთი!
murtalo
23 სექტემბერი 2013 03:09
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული