საბერძნეთის ნაკრები ევრობასკეტზე უძლიერესი შემადგენლობით ითამაშებს

AutoSharing Option
ევრობასკეტის ერთ-ერთი ფავორიტის, საბერძნეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ფოტის კაციკარისმა 2015 წლის ევრობასკეტისთვის ოპტიმალური შემადგენლობა შეკრიბა. სიაში ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის სამი წარმომადგენელია - ფორვარდები იანის ანტენტოკუნმპო და კოსტას პაპანიკოლაუ და ცენტრი კოსტა კუფოსი, რომელიც ბოლო წლებში უარი აცხადებდა ნაკრებში თამაშზე.

სრულად ბერძნების შემადგენლობა ასე გამოიყურება:
მცველები - ნიკოს ცისისი (ბამბერგი, გერმანია), ვასილის სპანულისი, ვანგელის მაცარისი (ორივე - "ოლიმპიაკოსი"), ნიკ კალატესი ("პანათინაიკოსი"), კოსტას სლუკასი ("ფენერბაჰჩე", თურქეთი);

ფორვარდები: კოსტას პაპანიკოლაუ (დენვერი, NBA), იანის ანტენტოკუნმპო ("მილუოკი", NBA), ვლადიმირ იანკოვიჩი (პანათინაიკოსი), სტრატოს პერპეროგლუ (ბარსელონა, ესპანეთი),
გეორგიოს პრინტეცისი, დიმიტრის არგავანისი (ორივე - ოლიმპიაკოსი), კოსტას კაიმაკოგლუ (უნიქს, რუსეთი);

ცენტრები: იოანის ბურუსისი (უკლუბოდ), კოსტა კუფოსი (საკრამენტო, NBA), ზისის სარიკოპულოსი (აეკ).

სიაში 15 კალათბურთელია და აქედან 12 გაემგზავრება ევროპის ჩემპიონატზე. ყურადღებას იქცევს შემადგენლობაში ცნობილი "მაღლების" - ლუკას მავროკეფალიდისის, სოფოკლის შორცანიდისისა და ანტონის ფოცისის არყოფნა. მავროკეფალიდისს დიდი ხანია კონფლიქტი აქვს ადგილობრივ ფედერაციასთან, დანარჩენ ორ ვეტერანს კი, როგორც ჩანს, კაციკარისმა კუფოსი ამჯობინა.

* * *
"ნიუ ორლეან პელიკანსის" ცენტრი ომერ აშიქი იძულებული გახდა დაეტოვებინა თურქეთის ნაკრების საწვრთნელი შეკრება.

სამედიცინო შემოწმებამ გუნდის ერთ-ერთ ლიდერს ზურგის სერიოზული ტრავმა დაუდგინა, რაც აშიქს ევროპის ჩემპიონატზე თამაშის საშუალებას არ მისცემს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული