ევრობასკეტს ოლიმპიადის გამო მე-7 ადგილისთვის მატჩი დაამატეს

AutoSharing Option
ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატზე გათამაშების ფორმატი უმნიშვნელოდ შეიცვალა. უფრო სწორად, არსებულ ფორმატს 1 მატჩი დაემატა. აქამდე არ იგეგმებოდა და ახლა ევროპის ჩემპიონატზე მე-7 ადგილისთვის მატჩიც გაიმართება, რაც იმითაა გამოწვეული, რომ ევროპის ზონიდან ოლიმპიადის შესარჩევ ტურნირში არა 4, არამედ 5 ნაკრები იასპარეზებს.

ტოკიოში გამართულ ფიბას ცენტრალური საბჭოს სხდომაზე გადაწყვიტეს, რომ საკვალიფიკაციო შეჯიბრებაში ევრობასკეტ-2015-ის მესამე-მეშვიდე ადგილებზე გასული გუნდები (მესამე-მეექვსეს ნაცვლად) გადაერთვებიან, ჩემპიონი და ფინალისტი კი ოლიმპიური თამაშების საგზურებს ავტომატურად მიიღებენ.

ევროპის ჩემპიონატზე, 17 სექტემბერს მეხუთე-მერვე ადგილებისთვის საკვალიფიკაციო მატჩები ჩატარდება, 18-ში კი წაგებულები სწორედ
ოლიმპიადის კვალიფიკაციაში გამსვლელი მე-7 საფეხურისთვის იბრძოლებენ.

უკვე ცნობილია, რომ რიოს თამაშების საკვალიფიკაციო შეჯიბრებაში მსოფლიოს 18 ნაკრები ჩაებმება, რომლებიც ექვსეულებად გაიყოფიან, ჯგუფების 3 გამარჯვებული კი ბრაზილიაში გამგზავრების უფლებას მიიღებს.

სულ ოლიმპიადის საკალათბურთო ტურნირში პლანეტის უძლიერესი 12 ნაკრები ითამაშებს, რომელთაგან სამის ვინაობა უკვე ცნობილია: მასპინძელი ბრაზილია, მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი აშშ და ოკეანეთის 2015 წლის ჩემპიონი ავსტრალია.

წყარო: www.gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული